https://sputnik-georgia.com/20211021/rogoriasaakashvilis-mdgomareoba-tikarazis-ganmarteba-261369407.html
როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა: უახლესი ინფორმაცია
როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა: უახლესი ინფორმაცია
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს. 21.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-21T15:16+0400
2021-10-21T15:16+0400
2021-10-21T20:11+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260222965_0:133:1281:853_1920x0_80_0_0_bbd034e4cbcc9ee86f6aebf261370c2a.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.მისი თქმით, სააკაშვილს გამოკვლევები ჩაუტარდა და მედიკამენტოზური დახმარება უკვე გაეწია. ამასთან ერთად მინისტრმა აღნიშნა, რომ, როგორც ექიმი, იგი პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგია.სააკაშვილი 21-ე დღეა შიმშილობს. გუშინ მან მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი საკვების მიღებაზე უარს აცხადებს, თუმცა თანახმაა მიიღოს ექიმთა კონსილიუმის მიერ დანიშნული მედიკამენტები.სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა, ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.საქართველოში მის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და სააკაშვილი ამჟამად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ექს-პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/05/260222965_0:0:1137:853_1920x0_80_0_0_9659192d2f5027690963af32e0c79dc9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
როგორია სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა: უახლესი ინფორმაცია
15:16 21.10.2021 (განახლებულია: 20:11 21.10.2021) ექს-პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, სააკაშვილს გამოკვლევები ჩაუტარდა და მედიკამენტოზური დახმარება უკვე გაეწია. ამასთან ერთად მინისტრმა აღნიშნა, რომ, როგორც ექიმი, იგი პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგია.
„ზოგადად, მე წინააღმდეგი ვარ პაციენტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების, რადგანაც ეს ეთიკის ნორმებს არ შეესაბამება. სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ დამაკმაყოფილებელია. ამ დროისათვის მისი კლინიკაში გადაყვანა საჭირო არაა, თუმცა პენიტენციური სამსახურის მედპერსონალმა ყველა საჭირო გამოკვლევა ჩაატარა და მედიკამენტოზური დახმარება აღმოუჩინა, რაც ამ ეტაპზე პაციენტისთვის აუცილებელი იყო“, – განაცხადა ტიკარაძემ.
სააკაშვილი 21-ე დღეა შიმშილობს. გუშინ მან მორიგი წერილი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ იგი საკვების მიღებაზე უარს აცხადებს, თუმცა თანახმაა მიიღოს ექიმთა კონსილიუმის მიერ დანიშნული მედიკამენტები.
სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში არალეგალურად 29 სექტემბერს ჩამოვიდა, ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საქართველოში მის წინააღმდეგ რიგი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და სააკაშვილი ამჟამად რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული. ექს-პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს.