რამდენი დაჯდება არჩევნების მეორე ტურის ჩატარება

© photo: Sputnik / Stringerსაარჩევნო ბიულეტენები
საარჩევნო ბიულეტენები - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
ხარჯების დიდი ნაწილი კომისიების წევრების ხელფასებს მოხმარდება.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და უშუალოდ კენჭისყრის პროცესზე დაახლოებით 11,7 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს, ნათქვამია უწყების დადგენილებაში.
არჩევნების მეორე ტური საქართველოში 30 ოქტომბერს ჩატარდება.
საერთო თანხიდან 11,4 მლნ ლარი არჩევნების მომზადებას მოხმარდება, დანარჩენი – საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადებას.
არჩევნების მომზადების ფარგლებში კომისიების წევრების ხელფასებზე 7,1 მლნ ლარი დაიხარჯება, დანარჩენი ნაწილი აუცილებელი საგნების შესყიდვაზე და სხვა ხარჯებზე გადანაწილდება.
მერების არჩევნების მეორე ტური ქვეყნის 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა – 24 მუნიციპალიტეტში.
ყველა ახალი ამბავი
0