https://sputnik-georgia.com/20211021/ra-bedi-ewiat-5-ivlisis-aqciaze-dakavebulebs-sasamartlos-gadawtvetileba-261380355.html
რა ბედი ეწიათ 5 ივლისის აქციის საქმეზე დაკავებულებს: სასამართლოს გადაწყვეტილება
რა ბედი ეწიათ 5 ივლისის აქციის საქმეზე დაკავებულებს: სასამართლოს გადაწყვეტილება
Sputnik საქართველო
სასამართლო პროცესზე ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ნაწილი კი მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა. 21.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-21T19:30+0400
2021-10-21T19:30+0400
2021-10-21T23:26+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/03/250234583_0:134:3161:1912_1920x0_80_0_0_02f046def1364e1b79c92101ff337d89.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე მასმედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე დაკავებული ყველა პირი პატიმრობაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა ჟურნალისტებზე იძალადეს, ასევე სცადეს „თბილისი პრაიდისა“ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისების დარბევა. ამ დროისათვის ამ ფაქტებზე დაკავებულია 27 პირი.დღეს გამართულ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა. ამასთან, სასამართლომ მხარეების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე იმსჯელა.არსებული ინფორმაციით, ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა. ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ნაწილი კი მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე დაზარალებულად ამ ეტაპზე ცნობილია 56 პირი, მათ შორის 45 ჟურნალისტი და ოპერატორი.
https://sputnik-georgia.com/20210906/saxalxo-damcveli-prokuraturas-mimartavs-259355804.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/03/250234583_216:0:2945:2047_1920x0_80_0_0_a6899224b943e96f90dfdd9f4ef6e50c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, პოლიტიკა საქართველოში
რა ბედი ეწიათ 5 ივლისის აქციის საქმეზე დაკავებულებს: სასამართლოს გადაწყვეტილება
19:30 21.10.2021 (განახლებულია: 23:26 21.10.2021) სასამართლო პროცესზე ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ნაწილი კი მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე მასმედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე დაკავებული ყველა პირი პატიმრობაში დარჩა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.
2021 წლის 5 ივლისს ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა ჟურნალისტებზე იძალადეს, ასევე სცადეს „თბილისი პრაიდისა“ და სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისების დარბევა. ამ დროისათვის ამ ფაქტებზე დაკავებულია 27 პირი.
დღეს გამართულ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა გადაისინჯა. ამასთან, სასამართლომ მხარეების მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე იმსჯელა.
არსებული ინფორმაციით, ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას მოითხოვდა. ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, ნაწილი კი მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვდა.
რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.
„თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეზე დაზარალებულად ამ ეტაპზე ცნობილია 56 პირი, მათ შორის 45 ჟურნალისტი და ოპერატორი.