ასე ერთობიან ქეთა თოფურია და ოლივია მეცადინეობის დროს – სახალისო ვიდეო

© Instagram / photo: Keti_one_official / Instagramქეთა თოფურია შვილთან ერთად
ქეთა თოფურია შვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
ქეთა თოფურიას მისაბაძი ოჯახი ჰყავს. შვილებთან და ქმართან ერთად მომღერალი მოსკოვის გარეუბანში, ძვირადღირებულ ვილაში ცხოვრობს.
ქეთა თოფურიამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ოლივიასთან ერთად გადაღებული უსაყვარლესი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც დედა-შვილი კარგად ერთობა. ვიდეოში ჩანს, რომ ოლივია, რომელიც პირველკლასელია, მეცადინეობს, თუმცა პარალელურად დედასთან ერთადაც ერთობა.
ოლივია გეიხმანი A'Studio-ს ქართველ სოლისტს ქეთა თოფურიას პირველი ქორწინებიდან ჰყავს, მეორე შვილი ადამი კი იანვარში ბიზნესმენ ლევ დენგოვისგან ეყოლა, რომელთანაც ვარსკვლავი უკვე თითქმის ერთი წელია ქორწინებაში იმყოფება. წყვილმა პანდემიის დროს მოკრძალებული ხელისმოწერა გამართა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე უახლოესი ადამიანი ესწრებოდა.
ქეთა დიდი ხანი ასაიდუმლოებდა ორსულობას და დღემდე არ აჩენს პატარა ადამის სახეს. სავარაუდოდ, მომღერალი ადამს ვარსკვლავური გამოჩენისთვის ამზადებს და მას საზოგადოება პირდაპირ ჟურნალის ყდებიდან იხილავს.
ყველა ახალი ამბავი
0