„არასდროს მინერვიულია ამდენი...“ – ირაკლი ნოზაძის ცოლი მის დაჭრაზე საუბრობს

© courtesy of Niako Nozadzeირაკლი ნოზაძე ოჯახთან ერთად
ირაკლი ნოზაძე ოჯახთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
ირაკლი ნოზაძის მეუღლემ საჯაროდ ისაუბრა „ქუჩის ბიჭების“ წევრთან თანაცხოვრების პრობლემებზე.
„ქუჩის ბიჭების“ წევრის ირაკლი ნოზაძის, იმავე პიკასოს ცხოვრება ყოველთვის ხმაურიანი და სკანდალური იყო. წლების წინ საზოგადოებამ შეიტყო იმის შესახებ, რომ ის ქალმა დაჭრა. ხუთი წლის წინ ირაკლიმ მესამედ იქორწინა. მისი მეუღლე ია დუდაშვილია, წყვილს ორი შვილი ჰყავს – ინტერნეტ-სივრცეში პოპულარული ბავშვები ნიაკო და დანიელი.
ირაკლიმ და იამ საკმაოდ ბევრი სირთულე გამოიარეს და გარკვეული პერიოდი დაშორებულებიც იყვნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ირაკლი ნოზაძე დაჭრეს, წყვილის შერიგებაზეც გავრცელდა ინფორმაცია.
ირაკლის მეუღლე ჟურნალ „სარკესთან“ ჰყვება, რომ როდესაც ირაკლი დაჭრეს, წყვილი ბოლომდე შერიგებული არ იყო, თუმცა მაშინ მიხვდა, რომ ქმარს ყველაზე მეტად მისი გვერდით დგომა სჭირდებოდა.

„არასდროს მინერვიულია იმდენი, რაც მაშინ ვინერვიულე. მადლიერი ვარ იმ პერიოდისა, რადგან დამანახა, რა არის რეალური ღირებულებები. თავიდან ბევრს ვეჭვიანობდი, სხვებივით მეც ვთვლიდი, რომ როცა მესამედ ქმნის ოჯახს ადამიანი, ის არ იქნება მეოჯახე. რეალურად კი აღმოჩნდა, რომ მან ჩემამდე ის კომფორტი ვერ იპოვა, რაც სჭირდებოდა“, – აცხადებს ქალი.

თბილისში ცნობილი ჯგუფის „ქუჩის ბიჭების" წევრი ირაკლი ნოზაძე („პიკასო“) თამთა ჯანჯღავამ 2018 წლის ივნისში თბილისში, წერეთლის გამზირზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა. იგი შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ნათია თოფურიასთან ერთად მიიმალა. სამართალდამცველებმა ორივე ქალი თბილისში, მოსკოვის გამზირზე მეორე დღეს დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0