დედოფალმა ელისაბედ მეორემ უარი თქვა „წლის მოხუცი ქალბატონის“ ჯილდოზე

© courtesy of The Royal Familyდედოფალი ელიზაბეტ მეორე
დედოფალი ელიზაბეტ მეორე - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
95 წლის დედოფალმა თქვა, რომ ის „არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს“.
ბრიტანეთის დედოფალი ნომინირებული იყო „წლის უხუცესის“ ჯილდოზე, მაგრამ მან ზრდილობიანად და იუმორისტულად უარყო საპატიო წოდება. ამის შესახებ წერს Daily Mail-ი.

„მისი უდიდებულესობა დარწმუნებულია, რომ ადამიანი ისეთივე მოხუცია, როგორც თავად გრძნობს და ამიტომ დედოფალს არ სჯერა, რომ იგი აკმაყოფილებს ჯილდოს მისაღებად საჭირო კრიტერიუმებს და იმედოვნებს, რომ იპოვით უფრო ღირსეულ გამარჯვებულს”, – თქვა მონარქის თანაშემწემ და პირადმა მდივანმა ტომ ლენგ-ბეიკერმა.

ჯილს ბრენდრეტმა, ტელეწამყვანმა და „წლის მოხუცი ქალბატონის“ კომიტეტის პრეზიდენტმა პირადად გაუგზავნა დედოფალს წერილი, რომელშიც ეკითხებოდა, მზად იყო თუ არა იგი ჯილდოს მისაღებად, თუმცა დედოფალმა პასუხი არ გასცა.
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2019
მსოფლიო დღეს
მეგან მარკლი დედოფალ ელიზაბეტს მიბაძავს და შინ იმშობიარებს
თუმცა დედოფალმა ჯილდოს წარდგენაზე სამეფო ოჯახის წარმომადგენელი გაგზავნა. სასტუმრო „სავოიში“ დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა მისი რძალი, კორნუოლის ჰერცოგინია კამილა პარკერ ბოულსი.
თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში ჟურნალი Oldie მასპინძლობს დაჯილდოების ცერემონიას „წლის მოხუცი მამაკაცი“ და „წლის მოხუცი ქალი“, რათა აღინიშნოს მათი მიღწევები, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გასულ წელს ლაურეატი გახდა 88 წლის მსახიობი და მომღერალი პეტულა კლარკი.
წლევანდელი ჯილდო, სხვათა შორის, ტელეწამყვანმა და მზარეულმა დელია სმიტმა, მსახიობმა ბობ ჰარისმა, დოქტორმა საროჯ დუტამ და სერ ჯეფრი ჰირსტმა, „ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ფეხბურთელმა და მწვრთნელმა მიიღეს.
მანამდე დედოფალი ელისაბედი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში ხელჯოხით, რამაც გამოიწვია ჭორების ტალღა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა დედოფალს ურჩიეს ალკოჰოლზე უარის თქმა. მას უყვარს მშრალი მარტინი და ხშირად სვამს ჭიქა შამპანურს ძილის წინ.
ყველა ახალი ამბავი
0