https://sputnik-georgia.com/20211021/dacul-teritoriebs-600-atasamde-vizitori-ewvia-261379862.html
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 600 ათასამდე ვიზიტორი ეწვია
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 600 ათასამდე ვიზიტორი ეწვია
Sputnik საქართველო
არსებული ეპიდვითარების ფონზე საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა შესაძლებელია დადგენილი კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით. 21.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-21T19:15+0400
2021-10-21T19:15+0400
2021-10-21T23:11+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24161/76/241617658_0:217:1242:916_1920x0_80_0_0_e55d3f4e18a8df0b5db0fb377193faa1.jpg
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, 2020 წელთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 2,4-ჯერ გაიზარდა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.სააგენტოს ცნობით, 2021 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს დაახლოებით 600 ათასი ვიზიტორი ეწვია.დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების საერთო რაოდენობიდან 48% ქართველია, ხოლო 52% — უცხოელი. უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 10,4-ჯერ არის გაზრდილი.ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი დაცული ტერიტორიების ტოპ-5 ასეთია: პრომეთეს მღვიმე, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი და მტირალას ეროვნული პარკი.„პანდემიის მიუხედავად ქვეყანაში აქტიურად გრძელდება ეკოტურიზმის განვითარება. გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტი „თეთრა მღვიმე“, ასევე საქართველოში პირველი მრავალფუნქციური ეკოტურისტული სივრცის – წალკის კანიონის ნაწილი, სადაც მოგზაურობა ჩანჩქერამდე მიმავალ ახალ ბილიკზეა შესაძლებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.გარდა ამისა, ოკაცეს ჩანჩქერზე განახლდა 700-მეტრიანი ზიპლაინი, მოეწყო ახალი ბილიკები, მათ შორის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილსა და სათაფლიაში.
https://sputnik-georgia.com/20210727/prezidenti-otxi-nakrzalistvis-msoflio-memkvidreobis-statusis-minichebas-exmaureba-252432481.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24161/76/241617658_218:269:1081:916_1920x0_80_0_0_9247dec838d6af62af55e40461cd6936.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, ტურიზმი საქართველოში, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 600 ათასამდე ვიზიტორი ეწვია
19:15 21.10.2021 (განახლებულია: 23:11 21.10.2021) არსებული ეპიდვითარების ფონზე საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა შესაძლებელია დადგენილი კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. მიმდინარე წლის დასაწყისიდან, 2020 წელთან შედარებით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 2,4-ჯერ გაიზარდა,
ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, 2021 წლის 9 თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებს დაახლოებით 600 ათასი ვიზიტორი ეწვია.
დაცულ ტერიტორიებზე ტურისტების საერთო რაოდენობიდან 48% ქართველია, ხოლო 52% — უცხოელი. უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 10,4-ჯერ არის გაზრდილი.
ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი დაცული ტერიტორიების ტოპ-5 ასეთია: პრომეთეს მღვიმე, ყაზბეგის ეროვნული პარკი, მარტვილის კანიონი, ოკაცეს კანიონი და მტირალას ეროვნული პარკი.
„პანდემიის მიუხედავად ქვეყანაში აქტიურად გრძელდება ეკოტურიზმის განვითარება. გაიხსნა ახალი ეკოტურისტული ობიექტი „თეთრა მღვიმე“, ასევე საქართველოში პირველი მრავალფუნქციური ეკოტურისტული სივრცის – წალკის კანიონის ნაწილი, სადაც მოგზაურობა ჩანჩქერამდე მიმავალ ახალ ბილიკზეა შესაძლებელი“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ოკაცეს ჩანჩქერზე განახლდა 700-მეტრიანი ზიპლაინი, მოეწყო ახალი ბილიკები, მათ შორის, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნეძვის აღკვეთილსა და სათაფლიაში.