Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ბოლო მონაცემები – 21 ოქტომბერი

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო
სასწრაფო - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 622.181 ადამიანი. ჩატარებულია 1.932.643 აცრა, ერთ დღეში აცრილია 5.194 ადამიანი.
თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.411-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 680.182-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 622.181 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 2.896), გარდაიცვალა – 9.617 (ბოლო 24 საათში – 29). კარანტინის რეჟიმშია 48, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 5.725 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.012 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 53.700 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33.678, PCR–ტესტით – 20.022.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,21%, ბოლო 14 დღის – 8,83%, ბოლო 7 დღის – 9,05%.
სულ ჩატარებულია 1.932.643 აცრა, ერთ დღეში აცრილია 5.194 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0