„ჯგუფის დღეები დათვლილია“ – Coldplay იშლება

© Facebook / Coldplayჯგუფი Coldplay
ჯგუფი Coldplay - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
ცოტა ხნის წინ 7 „გრემის“ მფლობელი ჯგუფის Coldplay-ს ფრონტმენის კრის მარტინის ინტერვიუ გავრცელდა, სადაც მან ყველასთვის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაავრცელა. მისი განცხადებით, მალე ბენდი დაიშლება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც კოლექტივი კიდევ 4 ალბომს გამოუშვებს.

„ჯგუფის დღეები დათვლილია, 4 ალბომის გამოსვლის შემდეგ ჯგუფი დაიშლება“, – განაცხადა კრის მარტინმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის მოვისმენთ კოლექტივის ახალ ნამუშევარს, თუმცა, გავრცელებული ცნობების თანახმად, ჯგუფის წევრები ახალ პროექტზე უკვე მუშაობენ.
Coldplay ლონდონში 1996 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში კოლექტივს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.
ყველა ახალი ამბავი
0