გაირკვა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი შემადგენლობა – ნახეთ ვინ იცეკვებს პროექტში

© Facebook / PrimeShowსალომე ღვინიაშვილი
სალომე ღვინიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
ტელეკომპანია „იმედის” სატელევიზიო პროექტი „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მონაწილეების ვინაობა გაირკვა. პროექტში იცეკვებენ სალომე ღვინიაშვილი, გიორგი გაბუნია, სალომე ფაჟავა, ნოდარიკო ხუციშვილი, ლაშა გურგენიძე, გიგა კვენეტაძე, თათია თექთურმანიძე, ანი ამილახვარი, თი მაჭავარიანი, ზალიკო ბერგერი და გიორგი გასვიანი.
სალომე ღვინიაშვილმა პროექტში მონაწილეობის შესახებ „პრაიმშოუში“ ისაუბრა.

„10 წლის წინ, როცა ნოემ შემომთავაზა, ბევრად ახალგაზრდა ვიყავი. მივხვდი, რომ ახლა თუ არ ვიცეკვე, ცოტა ხანში ვეღარ ვიცეკვებ. უნდა ვაღიაროთ, რომ ნოე არის თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი. „ცეკვავენ ვარსკვლავები“ არის ყველაზე ბრჭყვიალა, ყველაზე ლამაზი შოუ ჩვენს ტელესივრცეში. რომ დავბერდები, დარწმუნებული ვარ, „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ძალიან კარგად გამახსენდება, ამიტომ ვიღებ ამ გამოწვევას“, – განაცხადა სალომემ.

პროექტის პროდიუსერმა ნოე სულაბერიძემ აღნიშნა, რომ სალომე ღვინიაშვილს პროექტში მონაწილეობაზე მთელი 9 სეზონის განმავლობაში ითანხმებდა და მისგან სულ უარს იღებდა.
ყველა ახალი ამბავი
0