„76 მილიონზე მეტი ნახვა“ – ბერა ივანიშვილის ვიდეო რეკორდებს ხსნის

© photo : Nanuka Gudavadze / InstagramБера Иванишвили и его супруга Нанука Гудавадзе
Бера Иванишвили и его супруга Нанука Гудавадзе - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
„კალმარის თამაში“, რომლის პრემიერა 17 სექტემბერს შედგა, გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში გახდა პოპულარული და მას ფანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს.
არაა გასაკვირი, რომ კორეული ტრილერი კორეაში ოჯახთან ერთად მცხოვრები მუსიკოსის ბერა ივანიშვილის ახალი გატაცებაცაა.
როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში გადაღებული ვიდეოების ინსპირაცია სწორედ Squid Game-ს უკავშირდება. საუბარია თამაშზე, რომლის დროსაც შაქრისა და საცხობი სოდისგან გაკეთებული ტკბილეულიდან შუაში გამოსახული ფორმა ისე უნდა ამოვიღოთ, რომ არათუ არ გატყდეს, არც გაიბზაროს.
„რატომ აქვს „ტიკ-ტოკზე” ამ ვიდეოს 75 მილიონი ნახვა?” – წერს ბერა. პოსტის შემდეგ აღნიშნულ ვიდეოს ნახვები მოემატა და უკვე 76 მილიონს გადააჭარბა.
ფილმი იმ ადამიანებზეა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო წარუმატებლობას განიცდიან ცხოვრებაში და მოულოდნელად გადარჩენის თამაშში მონაწილეობის საიდუმლო მოწვევას იღებენ, რომლის მიზანიც ათი მილიონი აშშ დოლარის მოგებაა.
თამაში უცნობ ადგილზე ტარდება და მონაწილეები ჩაკეტილები არიან საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენამდე. ფილმი დაფუძნებულია კორეაში 1970-იან წლებში პოპულარულ საბავშვო თამაშზე სახელწოდებით ,,კალმარის თამაში”, რომელშიც თავდამსხმელი და მცველი ტალახში მოხატულ კალმარის ფორმის დაფას იყენებენ.
ყველა ახალი ამბავი
0