„მალე გამოჯანმრთელდი...“ – ანუკი არეშიძეს თანამშრომლებმა საჩუქარი გაუგზავნეს – ფოტო

© Facebook / Anouki Areshidzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
დიზაინერმა ანუკი არეშიძემ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოაქვეყნა ყვავილების თაიგულის ფოტო, რომელსაც ზედ აწერია, რომ ის მან თანამშრომლებისგან მიიღო, რომლებიც ანუკის მალე გამოჯანმრთელებსა და სამსახურში დაბრუნებას უსურვებენ. დიზაინერი მათ საჯაროდ გამოუტყდა სიყვარულში, დაწერა, რომ მთელი გულით უყვარს ისინი.
რამდენიმე დღეა ანუკი არეშიძე სოციალურ ქსელში ძველებურად აღარ აქტიურობს. უცნობია რა სჭირს დიზაინერს, რომ სამსახურში არ დადის. ANOUKI ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ქართული ბრენდია, რომელიც არაერთ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბრენდი 2013 წელს ქართველმა დიზაინერმა ანუკი არეშიძემ შექმნა.
რაც შეეხება მის მეუღლეს, თბილისის ამჟამინდელ მერს და თბილისის მერობის კანდიდატ კახა კალაძეს, ის არჩევნების მეორე ტურისთვის აქტიურად ემზადება და საარჩევნო კამპანიაშია ჩართული.
ყველა ახალი ამბავი
0