ადელი ბოიფრენდთან ერთად საკალათბურთო მატჩს დაესწრო – ფოტოები

© AP Photo / photo: Adele / FBბრიტანელი მომღერალი ადელი
ბრიტანელი მომღერალი ადელი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2021
გამოწერა
ცოტა ხნის წინ ადელმა ოფიციალურად დაადასტურა რომანი 39 წლის სპორტულ აგენტთან რიჩ პოლთან. „ვოგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ადელმა ისაუბრა იმაზეც, რამდენად კომფორტულია ახალ ბოიფრენდთან ერთად გამოსვლა საჯაროდ.
როგორც გაირკვა, ამ დრომდე ადელს ეს პრობლემა სერიოზულად აწუხებდა, რადგან ყველა წინა შემთხვევის დროს პარტნიორს მისი პოპულარობა აშინებდა.
ადელი რიჩ პოლთან ერთად ლოს-ანჯელესში ერთ-ერთ საკალათბურთო მატჩს დაესწრო. ინტერნეტში გავრცელდა კადრები, როგორ ადევნებს თვალს წყვილი მატჩს და ძალიან ბედნიერად გამოიყურება. ადელი ყველა ფოტოზე ბედნიერებისგან ბრწყინავს.
მომღერალს, რომელმაც საგრძნობლად დაიკლო წონაში, ახალ ფოტოებზე ტყავის შარვალი აცვია და ფანტასტიკურად გამოიყურება.
ყველა ახალი ამბავი
0