თიკა ფაცაციას დედა იუბილარია – ნახეთ რა სიურპრიზი გაუკეთა მას ტელეწამყვანმა – ვიდეო

© Instagram / tikapatsatsiaთიკა ფაცაცია მეუღლესთან ერთად
თიკა ფაცაცია მეუღლესთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
ცნობილმა ტელეწამყვანმა და წარსულში მომღერალმა თიკა ფაცაციამ დედას დაბადების დღე გაულამაზა.
ტელეწამყვნმა თიკა ფაცაციამ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეოები და ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ აღნიშნავს მისი დედა მანანა ფაცაცია დაბადების დღეს. ტელეწამყვანმა ძველ ჯგუფ „სეთისთან“ ერთად წვეულებაზე დედისთვის იმღერა კიდეც.
ჯგუფი „სეთი“ ქართული გოგონებისგან შედგებოდა, რომელიც 90-იანი წლების ქართულ შოუბიზნესში საკმაოდ პოპულარული იყო. ჯგუფი „სეთის“ გოგონების სახელწოდება თიკა ფაცაციას, ეკა გაბიტაშვილისა და სოფო მასხულიას სახელების ინიციალებისგან შედგებოდა. მას შემდეგ, რაც თიკა ფაცაციას ადგილი ტრიოში ნათია ნებიერიძემ ჩაანაცვლა, ჯგუფი "სეთი" გახდა „ენსი“.
სამი დღის წინ თავად თიკა ფაცაციაც იყო იუბილარი. ის 40 წლის გახდა, თუმცა იუბილე არ აღუნიშნავს.
ყველა ახალი ამბავი
0