საქართველოს შსს-ში გადაიარაღების პროცესი დაიწყო

© Ministry of Internal Affairs of Georgia„გლოკის“ სისტემის იარაღი
„გლოკის“ სისტემის იარაღი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
ქართველ პოლიციელებს მეხუთე თაობის „გლოკის" სისტემის იარაღი გადაეცემათ.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი პოლიციელები Glock-ის სისტემის ახალი პისტოლეტებით აღიჭურვებიან, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროში შეიარაღებისა და სპეციალური საშუალებების ერთიანი სტანდარტის დანერგვის მიზნით მიმდინარეობს საპოლიციო აღჭურვილობის განახლების მასშტაბური პროცესი. რამდენიმე ათასი პოლიციელი მეხუთე თაობის Glock-17 პისტოლეტებით აღიჭურვება.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოდერნიზაციის პროცესს. ამ ფარგლებში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ასევე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ქვედანაყოფებისთვის შეძენილ იქნა „გლოკის“ ტიპის უახლესი მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი. აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბური ცეცხლსასროლი იარაღის განახლება არ განხორციელებულა მრავალი წლის განმავლობაში“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი ბუთხუზმა.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გადაცემის პირველი ეტაპი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე გაიმართა.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ახალი იარაღი დასახული მიზნების შესრულების ხარისხს გააუმჯობესებს.
„გლოკის“ სისტემის იარაღს უახლოეს დღეებში მიიღებენ საპატრულო პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები.
ეს ბოლო წლებში შსს-ს სისტემაში ყველაზე დიდი გადაიარაღება და თანამშრომელთა თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვაა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია თანამშრომლების შრომითი პირობების გაუმჯობესება, ასევე მათი თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი სპეციალური აღჭურვა.
ყველა ახალი ამბავი
0