სიტუაცია საქართველოს გზებზე: ბოლო ინფორმაცია

© Sputnik / Alexander Imedashviliტრაილერი რიკოთზე
ტრაილერი რიკოთზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
დასავლეთ საქართველოს გზების გარკვეულ მონაკვეთებზე თოვლმა პრობლემები შექმნა
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზის 34-ე, 53-ე კილომეტრზე (ჩხაკაურა-ბახმაროს მონაკვეთი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
თოვის გამო შეზღუდვები დაწესდა ასევე ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის 13-32-ე კმ მონაკვეთზე - აქაც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
აღნიშნული გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0