საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე მგზავრებისთვის საიზოლაციო სივრცეები მოეწყო

© photo: Sputnik / Stringerსაბაჟო ,,სარფი"
საბაჟო ,,სარფი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
დროებითი განთავსების საიზოლაციო სივრცე ოთხ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოეწყო.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, კორონავირუსისა და სხვა გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრებისთვის საიზოლაციო სივრცეები მოეწყო, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, საზღვრის მკვეთი პირებისთვის დროებითი განთავსების საიზოლაციო სივრცეები მოეწყო ოთხ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე: ,,თბილისის საერთაშორისო აეროპორტი“, ,,სარფი“, ,,წითელი ხიდი“ და ,,სადახლო-საავტომობილო“.
აღნიშნული პროექტი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) დახმარებით განხორციელდა.
უწყების ინფორმაციით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ,,საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფის“(SBMMG) პროექტის ფარგლებში განხორციელდა არაერთი დახმარება, მათ შორის, საბაჟო დეპარტამენტს გადაეცა სამკერდე კამერები, ნარკო-დეტექტორები, რამდენიმე მიმართულებით გადამზადდა არაერთი მებაჟე-ოფიცერი და განხორციელდა მხარდაჭერა საბაჟო რისკების ანალიზის დახვეწის მიმართულებით.
ყველა ახალი ამბავი
0