https://sputnik-georgia.com/20211020/rusi-moragbeebi-sexvedra-qartul-gundtan-seriozuli-gamocda-iqneba-261346274.html
რუსი მორაგბეები: შეხვედრა ქართულ გუნდთან სერიოზული გამოცდა იქნება
რუსი მორაგბეები: შეხვედრა ქართულ გუნდთან სერიოზული გამოცდა იქნება
Sputnik საქართველო
„შავი ლომის“ მორაგბეები ქართული რაგბისთვის დამახასიათებელი სტილით თამაშობენ – ფიზიკურად აქტიური თამაში და ძლიერი შერკინება, აღნიშნეს მეტოქეებმა. 20.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-20T20:38+0400
2021-10-20T20:38+0400
2021-10-20T23:27+0400
სპორტი
რუსეთი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23898/33/238983397_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_1bba94e3e4d8dbfc0e41b7721e566f92.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. რაგბის რუსული კლუბი „ლოკომოტივის“ მოთამაშეებმა ქართულ პროფესიონალურ ფრენჩაიზთან – „შავ ლომთან“ ევროპის სუპერთასის მატჩის წინ მეტოქეზე თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს.ასეთივე აზრისაა პენზის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი რევაზ ბროძელი: „მომეწონა ქართული გუნდის თამაში. ველოდი, რომ სტატიკურ მდგომარეობაში დომინირებას შეინარჩუნებდა, ასეც მოხდა, თუმცა თამაშში იყო ძალიან კარგი მომენტები, როდესაც ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ ვფიქრობ, გუნდმა შესაძლებლობები 100 პროცენტით ვერ გამოიყენა“.თავისი მოსაზრება გამოთქვა ასევე მეორე ხაზის გარემარბმა ჯეიმს დაუნმა.„შავი ლომი“ ძალიან ძლიერი გუნდი ჩანს. აშკარაა, მორაგბეებს საერთაშორისო დონეზე ასპარეზობის გამოცდილება აქვთ, შეჩვეული არიან ერთად თამაშს და დამახასიათებელი ქართული სტილით თამაშობენ – ფიზიკურად აქტიური თამაში, ძლიერი შერკინება და დამიწება. მათთან შეხვედრა პენზაში სერიოზული გამოცდა იქნება“, – მიიჩნევს დაუნი.ეს კომენტარები პენზის „ლოკომოტივის“ მორაგბეებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც დასრულდა „შავი ლომის“ შეხვედრა ისრაელის „თელ-ავივ ჰითთან“ ანგარიშით 33:10 ქართული გუნდის გამარჯვებით.ორივე გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფში გამოდის. ამჟამად „შავი ლომი“ ხუთი ქულით მეორე ადგილზეა, პენზის „ლოკომოტივი“ კი ორივე მატჩში დამარცხდა და ოთხეულის ბოლო ადგილზეა.შეხვედრა კლუბებს შორის 23 ოქტომბერს პენზაში გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23898/33/238983397_382:179:1826:1262_1920x0_80_0_0_c9a0cd2bb3c2cd50d3015791c9728e01.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, რუსეთი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, რუსეთი, ახალი ამბები, საქართველო
რუსი მორაგბეები: შეხვედრა ქართულ გუნდთან სერიოზული გამოცდა იქნება
20:38 20.10.2021 (განახლებულია: 23:27 20.10.2021) „შავი ლომის“ მორაგბეები ქართული რაგბისთვის დამახასიათებელი სტილით თამაშობენ – ფიზიკურად აქტიური თამაში და ძლიერი შერკინება, აღნიშნეს მეტოქეებმა.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. რაგბის რუსული კლუბი „ლოკომოტივის“ მოთამაშეებმა ქართულ პროფესიონალურ ფრენჩაიზთან – „შავ ლომთან“ ევროპის სუპერთასის მატჩის წინ მეტოქეზე თავიანთი მოსაზრება გამოთქვეს.
„ლომები“ – ეს თითქმის საქართველოს ნაკრებია. ახალგაზრდობისა და გამოცდილების ნაზავი. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ძლიერ გაგვაოცეს. კარგი თამაში დამიწებაზე, შერკინებაში და საერთოდ ძლიერი თავდამსხმელები. ჩვენი გუნდი ჯერ თავის თამაშს ეძებს. ვფიქრობ, შეცდომებს გააანალიზებენ და თამაშს მოუმატებენ“, – მოჰყავს „ლოკომოტივის“ თავდამსხმელის ვლადისლავ პერესტიაკის სიტყვები კლუბის პრეს-სამსახურს.
ასეთივე აზრისაა პენზის „ლოკომოტივის“ ნახევარმცველი რევაზ ბროძელი: „მომეწონა ქართული გუნდის თამაში. ველოდი, რომ სტატიკურ მდგომარეობაში დომინირებას შეინარჩუნებდა, ასეც მოხდა, თუმცა თამაშში იყო ძალიან კარგი მომენტები, როდესაც ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ ვფიქრობ, გუნდმა შესაძლებლობები 100 პროცენტით ვერ გამოიყენა“.
თავისი მოსაზრება გამოთქვა ასევე მეორე ხაზის გარემარბმა ჯეიმს დაუნმა.
„შავი ლომი“ ძალიან ძლიერი გუნდი ჩანს. აშკარაა, მორაგბეებს საერთაშორისო დონეზე ასპარეზობის გამოცდილება აქვთ, შეჩვეული არიან ერთად თამაშს და დამახასიათებელი ქართული სტილით თამაშობენ – ფიზიკურად აქტიური თამაში, ძლიერი შერკინება და დამიწება. მათთან შეხვედრა პენზაში სერიოზული გამოცდა იქნება“, – მიიჩნევს დაუნი.
ეს კომენტარები პენზის „ლოკომოტივის“ მორაგბეებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც დასრულდა „შავი ლომის“ შეხვედრა ისრაელის „თელ-ავივ ჰითთან“ ანგარიშით 33:10 ქართული გუნდის გამარჯვებით.
ორივე გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ჯგუფში გამოდის. ამჟამად „შავი ლომი“ ხუთი ქულით მეორე ადგილზეა, პენზის „ლოკომოტივი“ კი ორივე მატჩში დამარცხდა და ოთხეულის ბოლო ადგილზეა.
შეხვედრა კლუბებს შორის 23 ოქტომბერს პენზაში გაიმართება.