რამდენი პენსიონერი მიიღებს მედიკამენტების შესაძენად 500-ლარიან ვაუჩერს

© photo: Sputnik / Aleksey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
ვაუჩერით პენსიონერები შეიძენენ მედიკამენტებს, რომლებიც გულ-სისხლძარღვთა, ქრონიკული დაავადებების მკურნალობას ესაჭიროება.
თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პენსიონერები მედიკამენტებზე 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით სარგებლობას 40 ათასი სოციალურად დაუცველი პენსიონერი შეძლებს.

„სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ, რათა ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტის შეძენა შეძლონ. პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან დაახლოებით 200 მლნ ლარი გამოიყოფა“, – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, თბილისში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით რიგი პროექტები ხორციელდება. ბოლო ოთხ წელიწადში დაკმაყოფილდა თბილისელთა დაახლოებით 2 მლნ მოთხოვნა დახმარებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0