https://sputnik-georgia.com/20211020/meore-tursi-gamarjvebis-semtxvevasi-nika-melia-nacmozraobis-tavmjdomare-arar-iqneba-261348210.html
მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე აღარ იქნება
მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე აღარ იქნება
Sputnik საქართველო
მისი თქმით, თბილისელების წინაშე არ იქნებოდა სწორი, ეკავოს ორი მაღალი თანამდებობა 20.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-20T22:08+0400
2021-10-20T22:08+0400
2021-10-20T23:45+0400
არჩევნები 2021
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
თბილისი დღეს
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260668176_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_340c58cdac21df621e75cab886e3f25b.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მზად არის უარი თქვას პოსტზე თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში.მელია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე მიმდინარე წლის ზამთარში ონლაინ-კენჭისყრის შედეგად გახდა. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში მან პარტიის დამსახურებულ წევრ ლევან ვარშალომიძეს გაუსწრო.მისი თქმით, ის არ იქნება პირნათელი თბილისელების წინაშე, თუ ერთდროულად ორ თანამდებობას დაიკავებს.ამასთან მან აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის რიგით წევრად დარჩება.საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში უნდა გაიმართოს, მათ შორის თბილისში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა. ნიკა მელიას დედაქალაქის მოქმედი მერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი კახა კალაძე დაუპირისპირდება.
https://sputnik-georgia.com/20211020/nika-meliam-crdilovani-ministrta-kabineti-waradgina-261347447.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260668176_328:0:3057:2047_1920x0_80_0_0_b82ee13b32bc1892781a26b806b9c186.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თბილისი დღეს, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, თბილისი დღეს, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე აღარ იქნება
22:08 20.10.2021 (განახლებულია: 23:45 20.10.2021) მისი თქმით, თბილისელების წინაშე არ იქნებოდა სწორი, ეკავოს ორი მაღალი თანამდებობა
თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მზად არის უარი თქვას პოსტზე თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების შემთხვევაში.
მელია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე მიმდინარე წლის ზამთარში ონლაინ-კენჭისყრის შედეგად გახდა. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში მან პარტიის დამსახურებულ წევრ ლევან ვარშალომიძეს გაუსწრო.
„გამარჯვების შემთხვევაში პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობას არ ვაპირებ. დავრჩები პარტიის რიგით წევრად. არა მგონია სწორი იყოს 1.5 მილიონიანი ქალაქის მერი იყო და დღის განმავლობაში მთავრობის სხდომას ატარებდე დედაქალაქის მერიაში და დღის სხვა ნაწილში - პარტიაში თათბირს ატარებდე“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, ის არ იქნება პირნათელი თბილისელების წინაშე, თუ ერთდროულად ორ თანამდებობას დაიკავებს.
ამასთან მან აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის რიგით წევრად დარჩება.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. პირველი ტურის შედეგებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და მისი მთავარი კონკურენტი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ემზადებიან მეორე ტურისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს 20 მუნიციპალიტეტში უნდა გაიმართოს, მათ შორის თბილისში, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოიპოვა. ნიკა მელიას დედაქალაქის მოქმედი მერი, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი კახა კალაძე დაუპირისპირდება.