გვიანია! – კალაძემ მელიას დებატებზე უარი განუცხადა

© photo: Sputnik / Stringerკახა კალაძე არჩევნებზე
კახა კალაძე არჩევნებზე - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ მისმა მთავარმა ოპონენტმა თავისი შანსი ხელიდან გაუშვა, როდესაც მასთან პირველ დებატებზე უარი თქვა.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის მერობის კანდიდატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძემ უარი თქვა არჩევნების მეორე ტურში თავისი კონკურენტის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას წინადადებაზე საჯარო დებატების მოწყობის თაობაზე.
როგორც კალაძემ განაცხადა, ის ამაში აზრს ვერ ხედავს, განსაკუთრებით, პირველი წინასაარჩევნო დებატების შემდეგ.
„ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში“ – მელია კალაძეს დებატებში იწვევს>>
არჩევნების პირველი ტურის შედეგებით, რომელიც 2 ოქტომბერს ჩატარდა, კალაძემ ხმების 45%, ხოლო მელიამ 34% მიიღო. მანამდე კანდიდატებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხზე“ დებატებში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მელიამ დემოსტრაციულად დატოვა.

„მაშინ, როცა დებატებიდან გარბის, სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება; მაშინ, როცა მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ჩემი ლანძღვით, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებული, არანაირი ხედვა, არანაირი საარჩევნო პროგრამა თბილისთან დაკავშირებული არ წარმოუდგენიათ, ახლა გაახსენდათ დებატები?!“ – განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

თბილისის მერობის კანდიდატების დებატები „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში 18 სექტემბერს გაიმართა. მაშინ ნიკა მელიამ კალაძე კორუფციასა და ძალადობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მასთან დებატები არ უნდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება.
ყველა ახალი ამბავი
0