მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Facebook-ი მომავალ კვირაში სახელის შეცვლას აპირებს

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიFacebook
Facebook - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
თბილისი, 20 ოქტომბერი − Sputnik. კომპანია Facebook მომავალ კვირაში სახელწოდების შეცვლას გეგმავს, იუწყება პორტალი Verge წყაროზე დაყრდნობით.

„Facebook-ი მომავალ კვირაში სახელწოდების შეცვლას გეგმავს, რათა მეტასამყაროს აგებისკენ მიმართულებაზე გააკეთოს აქცენტი“, − ნათქვამია პუბლიკაციაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სოციალური ქსელის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი კომპანიისთვის სახელის შეცვლაზე ყოველწლიურ კონფერენცია Facebook Connect-ზე ისაუბრებს, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება. თუმცა გამორიცხული არ არის, ცვლილებების შესახებ უფრო ადრეც გამოცხადდეს.
Facebook - Sputnik საქართველო, 1920, 14.07.2021
Facebook-ის ჯგუფების ადმინისტრატორების საყურადღებოდ: სოცქსელი ახალ ფუნქციას ამატებს
პორტალის ცნობით, ახალი სახელი მკაცრადაა გასაიდუმლოებული, იმდენად მკაცრად, რომ კომპანიის ლიდერშიფის ყველა წევრმაც კი არ იცის. სავარაუდოდ, ის რაღაცნაირად იქნება დაკავშირებული Horizon-თან, ვირტუალური ოფისის სახელწოდებასთან, რომელიც აგვისტოში წარმოადგინა „ფეისბუქმა“.
როგორც მარკ ცუკერბერგმა მანამდე განაცხადა, „მეტასამყარო“ მეტ შესაძლებლობას გაუჩენს არა მარტო შემოქმედებითი პროფესიების ადამიანებს, რომლებსაც ქალაქის ცენტრიდან მოშორებით სურთ ცხოვრება და მუშაობა, არამედ იმ ტერიტორიებზე მცხოვრებლებსაც, სადაც განათლებასა და რეკრეაციულ ობიექტებზე წვდომა გართულებულია.
Facebook - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
კონფლიქტები აღარ იქნება: Facebook-ი ახალ პროგრამას ტესტავს
აღსანიშნავია, რომ გასულ ზაფხულს Facebook-მა სპეციალური გუნდი ჩამოაყალიბა მეტასამყაროსთვის, ხოლო ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია კიდევ 10 ათასი თანამშრომლის აყვანას გეგმავს ევროპაში მეტასამყაროზე სამუშაოდ.
ტერმინი „მეტასამყარო“ მწერალმა-ფანტასტმა ნილ სტივენსონმა მოიგონა ვირტუალური სამყაროს აღსაწერად, სადაც ადამიანები რეალური სამყაროდან გარბიან. ახლა ამ ტერმინს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანია ამკვიდრებს და, როგორც Verge წერს, მას მოუწევს განმარტოს, რატომ უნდა ჩაეფლონ ადამიანები ვირტუალურ სამყაროში.
ყველა ახალი ამბავი
0