„ასე ჩაცმული არსად მივდივარ, ხალხო“ – მეგობარმა ეკო ფანგანი მაღაზიის გასახდელში გადაიღო

© Facebook / Eko Panganiეკო ფანგანი
ეკო ფანგანი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
ეკო ფანგანი მეგობარმა უცნაური ჩაცმულობით დააფიქსირა.
ეკო ფანგანი სოციალურ ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ეკო „ინსტაგრამზე“ ხშირად აქვეყნებს საკუთარ ფოტოებს, მისი სტილი და გარეგნობა კი ყოველთვის უამრავ კომპლიმენტს იმსახურებს. ტელეწამყვანი ხელმომწერებს ხშირად რჩევებსაც აძლევს თავის მოვლასა და სწორ კვებასთან დაკავშირებით.
ტელეწამყვანმა სულ ცოტა ხნის წინ „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მას მეგობარი ერთ-ერთი მაღაზიის გასახდელში იღებს. ვიდეოში ჩანს, რომ ეკომ ტანზე მომდგარ ვერცხლისფერ შარვალზე შავი ტყავის ჩექმა მოიზომა, თუმცა ვიდეოს აღწერაში წერს, რომ ასე ჩაცმული არსად არ აპირებს წასვლას.
მოგვიანებით ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ „სთორიში“ ფოტოები და ვიდეოები გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ ეკო მეგობრის დაბადების დღისთვის ემზადებოდა და მან ტყავის ჩექმა სექსუალურ ქვედაბოლოს შეუხამა.
ყველა ახალი ამბავი
0