https://sputnik-georgia.com/20211020/c-vitamini-gripis-vaqcinis-nacvlad-ris-gamo-seuceres-saqmianobis-ufleba-eqim-cendlers-261345164.html
C ვიტამინი გრიპის ვაქცინის ნაცვლად: რის გამო შეუჩერეს საქმიანობის უფლება ექიმ ჩენდლერს
C ვიტამინი გრიპის ვაქცინის ნაცვლად: რის გამო შეუჩერეს საქმიანობის უფლება ექიმ ჩენდლერს
Sputnik საქართველო
მიმალვაში მყოფი გიორგი ჩენდლერის წინააღმდეგ გამოძიება თაღლითობის მუხლით აღიძრა. 20.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-20T20:01+0400
2021-10-20T20:01+0400
2021-10-20T23:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23974/65/239746524_0:36:1920:1116_1920x0_80_0_0_e91a5d27dbd25ad8a025a82bb701e889.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ექიმ გიორგი ჩენდლერს, რომელიც გოგელიას კლინიკაში მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად გაურკვეველ პრეპარატს უკეთებდა, სამედიცინო საქმიანობის უფლება შეჩერებული ჰქონდა, იუწყება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად მოქალაქეებს, სავარაუდოდ, C ვიტამინს უკეთებდნენ. ნივთიერების ზუსტი დასახელება ექსპერტიზის შედეგად გახდება ცნობილი.რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც ჩენდლერს საქმიანობა შეუჩერეს, საუბარია ოთხ ყალბ სერტიფიკატზე: ფსიქიატრიის, ნევროლოგიის, საოჯახო მედიცინისა და შინაგანი სნეულების განხრით. ამ ყალბი სერტიფიკატების მეშვეობით ჩენდლერი სხვადასხვა ტიპის კონსულტაციას უწევდა პაციენტებს.როგორც კაპანაძემ განაცხადა, ამჟამად რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან სამედიცინო დაწესებულებაში და ადგილზე დეტალურად სწავლობენ ყველა ფაქტს.თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ჩენდლერის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით აღიძრა, რაც თაღლითობას გულისხმობს. პარალელურად ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე, გოგელიას სახელობის კლინიკაში, ხოლო ძველი თბილისის მე-2 სამმართველოში დაზარალებულების გამოკითხვა მიმდინარეობს, აღნიშნავენ შსს-ში.თავად გიორგი ჩენდლერი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია და ის მიმალვაშია.გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები კლინიკაში გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით ასაცრელად მივიდნენ და 75 ლარი გადაიხადეს, ხოლო როდესაც ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოითხოვეს, მედპერსონალისგან უარი მიიღეს. მათი თქმით, ინექცია დაახლოებით 35 პირს გაუკეთეს, მათ შორის ბავშვებსა და ერთ ონკოლოგიურ პაციენტსაც.ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს განცხადებით, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და ამისთვის შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია.გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალება.
https://sputnik-georgia.com/20211020/gripis-vaqcinis-nacvlad-c-vitamini-gauketes-ra-moxda-gogelias-klinikashi-261341344.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23974/65/239746524_192:0:1728:1152_1920x0_80_0_0_f24f3d4eab0e80ff7e44f0994a860dce.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, ჯანდაცვა საქართველოში
C ვიტამინი გრიპის ვაქცინის ნაცვლად: რის გამო შეუჩერეს საქმიანობის უფლება ექიმ ჩენდლერს
20:01 20.10.2021 (განახლებულია: 23:02 20.10.2021) მიმალვაში მყოფი გიორგი ჩენდლერის წინააღმდეგ გამოძიება თაღლითობის მუხლით აღიძრა.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ექიმ გიორგი ჩენდლერს, რომელიც გოგელიას კლინიკაში მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად გაურკვეველ პრეპარატს უკეთებდა, სამედიცინო საქმიანობის უფლება შეჩერებული ჰქონდა, იუწყება
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო. დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე გოგელიას კლინიკაში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაცვლად მოქალაქეებს, სავარაუდოდ, C ვიტამინს უკეთებდნენ. ნივთიერების ზუსტი დასახელება ექსპერტიზის შედეგად გახდება ცნობილი.
„აღნიშნული ექიმი უკანონო საქმიანობას 2020 წელს ახორციელებდა, რა დროსაც გამოვლინდა უკანონო საექიმო საქმიანობა, მის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და მასალები გადაგზავნილ იქნა პროკურატურაში“, – განაცხადა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძემ.
რაც შეეხება მიზეზს, რის გამოც ჩენდლერს საქმიანობა შეუჩერეს, საუბარია ოთხ ყალბ სერტიფიკატზე: ფსიქიატრიის, ნევროლოგიის, საოჯახო მედიცინისა და შინაგანი სნეულების განხრით. ამ ყალბი სერტიფიკატების მეშვეობით ჩენდლერი სხვადასხვა ტიპის კონსულტაციას უწევდა პაციენტებს.
როგორც კაპანაძემ განაცხადა, ამჟამად რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები იმყოფებიან სამედიცინო დაწესებულებაში და ადგილზე დეტალურად სწავლობენ ყველა ფაქტს.
თავის მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგი ჩენდლერის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით აღიძრა, რაც თაღლითობას გულისხმობს. პარალელურად ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან შემთხვევის ადგილზე, გოგელიას სახელობის კლინიკაში, ხოლო ძველი თბილისის მე-2 სამმართველოში დაზარალებულების გამოკითხვა მიმდინარეობს, აღნიშნავენ შსს-ში.
თავად გიორგი ჩენდლერი პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია და ის მიმალვაშია.
გავრცელებული ინფორმაციით, მოქალაქეები კლინიკაში გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინით ასაცრელად მივიდნენ და 75 ლარი გადაიხადეს, ხოლო როდესაც ვაქცინის შეფუთვის ჩვენება მოითხოვეს, მედპერსონალისგან უარი მიიღეს. მათი თქმით, ინექცია დაახლოებით 35 პირს გაუკეთეს, მათ შორის ბავშვებსა და ერთ ონკოლოგიურ პაციენტსაც.
ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს განცხადებით, გოგელიას კლინიკას აღნიშნულ მისამართზე არსებულ დაწესებულებაში იმუნიზაციის განხორციელების უფლება არ ჰქონდა და ამისთვის შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნია.
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პოპულარიზაცია საქართველოს მოსახლეობაში 2014–2015 წლებში დაიწყო. სპეციალისტების აზრით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის გრიპის პრევენციის და მისგან გამოწვეული მძიმე შედეგების ყველაზე ეფექტური საშუალება.