ანჯელინა ჯოლის გოგონამ სქესის შეცვლა გადაიფიქრა – შაილო ფილმის პრემიერაზე და-ძმებთან ერთად

© AP Photo / Richard Shotwellანჯელინა ჯოლი
ანჯელინა ჯოლი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
გამოწერა
ლოს-ანჯელესში დიდი ხნის ნანატრი ფილმის – „მარადიულების“ პრემიერა შედგა, სადაც მთავარ როლებს ანჯელინა ჯოლი, სელმა ჰაიეკი, რიჩარდ მედენი და კიტ ჰარინგტონი ასრულებენ.
პრემიერაზე ანჯელინა ჯოლი შვილებთან ერთად მივიდა და არაერთი შთამბეჭდავი ფოტოც გადაიღო. 46 წლის ჯოლის „ბალმეინის“ კრემისფერი კაბა ამშვენებდა, რომელსაც მან ოქროს სამკაულები შეუხამა.
ანჯელინა პრემიერაზე შვილებთან ერთად იყო. პრესის წარმომადგენლებს არ გამორჩენიათ მისი ბიოლოგიური ქალიშვილის შაილოს გამოჩენა კაბაში. ორი წლის წინ შაილო ოცნებობდა, რომ ბიჭი გამხდარიყო. მან სახელიც კი გადაირქვა და ჯონი გახდა. გაიარა ჰორმონოთერაპია. მაგრამ ახლა ცნობილი გახდა, რომ ამჟამად ის სქესის შეცვლას აღარ აპირებს. შაილომ საღამოს კაბითა და მსუბუქი მაკიაჟით ყველას გაოცება შეძლო.
ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ქორწინება 2000-იანების ყველაზე ხმაურიანი სიყვარულის ისტორიაა. „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღებებზე დაწყებული რომანი 12 წლის შემდეგ განქორწინებით დასრულდა. წლების განმავლობაში „ბრანჯელინას“ ცხოვრება პაპარაცების მთავარი სამიზნე იყო. ეპოქის ყველაზე ლამაზ და ცნობილ წყვილს ქორწინებიდან 6 შვილი დარჩათ.
კამბოჯიელი მედოქს შივანი ჯოლის პირველი აყვანილი ბავშვია. 2002 წელს მედოქსი მხოლოდ 7 თვის იყო, როდესაც სამყაროში ერთ-ერთმა ყველაზე ლამაზმა ქალმა იშვილა.
პაქსი ვიეტნამიდანაა. ის 3 წლის იყო, როდესაც ანჯელინამ შვილად აიყვანა. ერთ წელში კი მისი მამა ბრედ პიტი გახდა. ზაჰარა 6 თვის იყო, როდესაც ეთიოპიაში აღმოაჩინა ანჯელინამ. როგორც მსახიობს უთხრეს, მისი მშობლები შიდსისგან გარდაიცვალნენ. თუმცა მოგვიანებით ზაჰარას დედა ცოცხალი აღმოჩნდა და ბავშვის დაბრუნება მოითხოვა. დავა ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის სასარგებლოდ დასრულდა.
შაილო ვარსკვლავური წყვილის პირველი ბიოლოგიური ქალიშვილია. ის 2006 წლის 27 მაისს დაიბადა. შაილო აქამდე იცვამდა მხოლოდ ბიჭურად და ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ სქესის შეცვლაზე იყო ლაპარაკი.
2008 წლის ივლისში ნიცაში ანჯელინამ ტყუპი გააჩინა – ვივიენი და ნოქსი. წყვილმა ბავშვების პირველი ფოტო ჟურნალ HELLO!-ს 14 მილიონ დოლარად მიჰყიდა და ამ თანხის დიდი ნაწილი ქველმოქმედებას მოახმარა.
ყველა ახალი ამბავი
0