Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ვაქცინაცია საქართველოში – ბოლო მონაცემები

გამოწერა
საქართველოში მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციის მაჩვენებელი, მაშინ, როდესაც ყოველდღიურად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი.
ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში სულ 6.203 აცრა ჩატარდა. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია წლის ბოლომდე კონტროლირებადი იყოს, აუცილებელია დღეში 20 ათასი აცრის ჩატარება. „ინდური“ შტამის გათვალისწინებით, საქართველოს მიზანი მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაციაა. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნტრის ინფორმაციით, 19 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 31,8%.
ამ ეტაპზე საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის, Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინები.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 5.739 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 670.552-ს მიაღწია. გარდაიცვალა 36 ადამიანი.
„Sputnik–საქართველოს“ ინფოგრაფიკაში გაეცნობით დეტალურ ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით.
ყველა ახალი ამბავი
0