https://sputnik-georgia.com/20211019/tbilissi-ati-atasobit-abonenti-gazis-garese-darca-261307673.html
თბილისში ათობით ათასი აბონენტი გაზის გარეშე დარჩა
თბილისში ათობით ათასი აბონენტი გაზის გარეშე დარჩა
Sputnik საქართველო
გათიშვა უკავშირდება გლდანი-სანზონის და დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზსადენის დაზიანებას. 19.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-19T19:45+0400
2021-10-19T19:45+0400
2021-10-19T23:19+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23584/69/235846919_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_5f2433c0d5b7825d88848a03d3dacf09.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში გაზსადენის დაზიანების გამო „თბილისი ენერჯის“ 12.500, ხოლო შპს „დიდი დიღმის“ 12.000 აბონენტს ბუნებრივი აირი შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.კომპანიის ცნობით, კერძო სამშენებლო კომპანია „პალიტრამ" მიწისქვეშა სანიაღვრე სამუშაოების წარმოებისას „თბილისი ენერჯის" გაზსადენი დააზიანა, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა გლდანის, სანზონის, დიღმის, აღმაშენებლის ხეივნისა და დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილს.ქუჩების სრული ჩამონათვალი, სადაც გაზმომარაგება შეწყდა, კომპანიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.ამ დროისათვის გაზსადენის სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყო 19 ოქტომბრის 19:00 სთ-დან და დასრულდება 20 ოქტომბრის 19:00 საათისთვის.მიწის გათხრის ან სხვა სამუშაოების შესრულებისას „თბილისი ენერჯი“ კომპანიებს მეტი სიფრთხილის, ყურადღებისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23584/69/235846919_311:0:1927:1212_1920x0_80_0_0_c9a57cf3eddb33062a622897f54e75b0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში
თბილისში ათობით ათასი აბონენტი გაზის გარეშე დარჩა
19:45 19.10.2021 (განახლებულია: 23:19 19.10.2021) გათიშვა უკავშირდება გლდანი-სანზონის და დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზსადენის დაზიანებას.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში გაზსადენის დაზიანების გამო „თბილისი ენერჯის“ 12.500, ხოლო შპს „დიდი დიღმის“ 12.000 აბონენტს ბუნებრივი აირი შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“.
კომპანიის ცნობით, კერძო სამშენებლო კომპანია „პალიტრამ" მიწისქვეშა სანიაღვრე სამუშაოების წარმოებისას „თბილისი ენერჯის" გაზსადენი დააზიანა, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა გლდანის, სანზონის, დიღმის, აღმაშენებლის ხეივნისა და დიდი დიღმის მოსახლეობის ნაწილს.
ქუჩების სრული ჩამონათვალი, სადაც გაზმომარაგება შეწყდა, კომპანიის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ამ დროისათვის გაზსადენის სარემონტო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყო 19 ოქტომბრის 19:00 სთ-დან და დასრულდება 20 ოქტომბრის 19:00 საათისთვის.
მიწის გათხრის ან სხვა სამუშაოების შესრულებისას „თბილისი ენერჯი“ კომპანიებს მეტი სიფრთხილის, ყურადღებისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს.