მასობრივი ჩხუბი სტადიონზე: ფანატებმა ფეხბურთის მატჩი ჩაშალეს

გამოწერა
გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება ტრიბუნებზე დაიწყო, თუმცა შემდეგ მოედანზე გადაინაცვლა და საბოლოოდ ორ სლოვაკურ გუნდს შორის შეხვედრა ჩაიშალა.
ტრნავის „სპარტაკმა“ და ბრატისლავის „სლოვანმა“ სლოვაკეთის ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის მატჩი ბოლომდე ვერ მიიყვანეს – საქმეში ორივე გუნდის ფანატები ჩაერივნენ. ამიტომ თამაში სულ 15 წუთი გაგრძელდა.
თავდაპირველად ჩხუბი ტრიბუნებზე დაიწყო, თუმცა შემდეგ მოედანზე გადაინაცვლა.
საბოლოოდ ქომაგები პოლიციამ დააშოშმინა და სტადიონი მათგან გაწმინდა, თუმცა მთავარმა არბიტრმა გამოაცხადა, რომ მატჩი აღარ გაგრძელდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0