საქართველოში ამინდს 89 ახალი ჰიდრომეტეოსადგური დააკვირდება

© Facebook / LEPL National Environment Agencyჰიდრომეტეოსადგური
ჰიდრომეტეოსადგური - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
სადგურები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე 2023 წლის ბოლომდე დამონტაჟდება.
თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, კლიმატის მწვანე ფონდის (Green Climate Fund) და საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP Georgia) ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტების 89 ერთეული ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური შეიძინა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ახალი მოწყობილობების ღირებულება ჯამში 4.296.873 ლარს შეადგენს.
სადგურები უზრუნველყოფს მეტეოროლოგიური პარამეტრების, ატმოსფერული წნევის, ჰაერის ტემპერატურისა და სინოტივის, ნალექების რაოდენობის, ქარის სიჩქარისა და მიმართულების უწყვეტ რეჟიმში გაზომვას და მონაცემების ონლაინ–რეჟიმში გადაცემას.
უწყების ცნობით, ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები და საგუშაგოები საქართველოს მასშტაბით სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიებზე 2023 წლის ბოლომდე დამონტაჟდება.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ წელს დასრულდება გარემოს ეროვნული სააგენტოს საკალიბრაციო ლაბორატორიის მშენებლობა, რომელიც აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით და მომსახურებას გაუწევს ახალი სადგურების შეუფერხებლად მუშაობას.
კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) ფინანსურ დახმარებას უწევს განვითარებად ქვეყნებს კლიმატის ცვლილების ეფექტების ადაპტირებისა და შემსუბუქების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0