საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ნოემბერში ამხანაგურ მატჩს გამართავს

© Georgian Football Federationვილი სანიოლი
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
უზბეკეთთან ამხანაგური შეხვედრა მიმდინარე წელს საქართველოს ნაკრებისთვის ბოლო იქნება.
თბილისი, 19 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 15 ნოემბერს უზბეკეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ვილი სანიოლის გუნდი უზბეკეთთან მატჩამდე 11 ნოემბერს, 21:00 საათზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნით შეხვედრას შვედეთის წინააღმდეგ ბათუმში ჩაატარებს. რაც შეეხება უზბეკეთთან დაპირისპირებას, მატჩი საქართველოში გაიმართება და 15 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი სტადიონი უმასპინძლებს ამხანაგურ შეხვედრას.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის B ჯგუფში ოთხი ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. ვილი სანიოლის გუნდმა ბოლო შეხვედრა სტუმრად კოსოვოს წინააღმდეგ გამართა, სადაც გამარჯვება ქართველებს დარჩათ (2:1).
ყველა ახალი ამბავი
0