https://sputnik-georgia.com/20211019/peskovis-komentari-erdoranis-gancxadebaze-260685286.html
„ერთი მუჭა ქვეყნები“ – პესკოვმა ერდოღანის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა
„ერთი მუჭა ქვეყნები“ – პესკოვმა ერდოღანის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 ოქტომბერი − Sputnik. რუსეთი გაეროს წესდების ერთგული რჩება, სადაც ყველაფერია გაწერილი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა. 19.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-19T15:07+0400
2021-10-19T15:07+0400
2023-07-20T15:53+0400
პოლიტიკა
რუსეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/11/259680393_0:127:3191:1922_1920x0_80_0_0_278f4d89a6ca5390cd5350e2a8dab815.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი − Sputnik. რუსეთი გაეროს წესდების ერთგული რჩება, სადაც ყველაფერია გაწერილი, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.მან ეს კომენტარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის განცხადების პასუხად გააკეთა, რომლის თქმით, მაშინ, როდესაც „მსოფლიო და ცხოვრება იცვლება“ და „კარდინალურ გარდაქმნებს განიცდის“, გლობალური უშიშროების არქიტექტურა ძველებური არ უნდა რჩებოდეს, ანუ კაცობრიობის ბედს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული „ერთი მუჭა“ ქვეყნები არ უნდა წყვეტდნენ. თურქეთის პრეზიდენტს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნები ჰყავდა მხედველობაში – დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი.ამ დროისათვის გაეროს უშიშროების საბჭოში სულ 15 ქვეყანა შედის, რომელთაგან ხუთი მუდმივი წევრია (დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი), ხოლო ათი − არამუდმივი. საბჭო ერთხელ უკვე გაფართოვდა წარსულში − 1963 წელს, როდესაც მისი წევრების რაოდენობა 11-დან 15-მდე გაიზარდა.
https://sputnik-georgia.com/20211019/erdoranma-gaeros-usisroebis-sabwo-gaakritika-260676376.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/11/259680393_230:0:2961:2048_1920x0_80_0_0_1a1f60e5ed9a466ef908ba4242cd3f8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
პოლიტიკა, რუსეთი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 19 ოქტომბერი − Sputnik. რუსეთი გაეროს წესდების ერთგული რჩება, სადაც ყველაფერია გაწერილი,
განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მან ეს კომენტარი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის განცხადების პასუხად გააკეთა, რომლის თქმით, მაშინ, როდესაც „მსოფლიო და ცხოვრება იცვლება“ და „კარდინალურ გარდაქმნებს განიცდის“, გლობალური უშიშროების არქიტექტურა ძველებური არ უნდა რჩებოდეს, ანუ კაცობრიობის ბედს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული „ერთი მუჭა“ ქვეყნები არ უნდა წყვეტდნენ.
თურქეთის პრეზიდენტს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნები ჰყავდა მხედველობაში – დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი.
„ეს არის საკითხი, რომელიც ხუთეულის კონსენსუსზეა დამოკიდებული. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა წამოაყენა წინადადება, რომ კაცობრიობის წინაშე მდგარ გამოწვევებზე სამსჯელოდ [უშიშროების საბჭოს] ხუთეულის შეკრებაა საჭირო. რაც შეეხება რუსეთს, ის იყო, არის და კვლავაც იქნება გაეროსა და უშიშროების საბჭოს ერთგული წევრი, ასევე შეინარჩუნებს ერთგულებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მიმართ, სადაც ყველაფერი წერია“, − უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ამ დროისათვის გაეროს უშიშროების საბჭოში სულ 15 ქვეყანა შედის, რომელთაგან ხუთი მუდმივი წევრია (დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი), ხოლო ათი − არამუდმივი. საბჭო ერთხელ უკვე გაფართოვდა წარსულში − 1963 წელს, როდესაც მისი წევრების რაოდენობა 11-დან 15-მდე გაიზარდა.