ნამდვილი უკრაინული ბორშჩი: დეტალური რეცეპტი

© Pixabay / lukinIgorბორშჩი
ბორშჩი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
ბორშჩი − აღმოსავლეთ სლავების ტრადიციული კერძი და უკრაინული სამზარეულოს მშვენებაა.
მისი წარმოშობის ისტორია უცნობია, თუმცა, დიდი ალბათობით, ის კიევის რუსეთში უნდა გაჩენილიყო და სხვა ტერიტორიებზე იქიდან გავრცელებულიყო.
სხვა საინტერესო, განსხვავებული და უგემრიელესი რეცეპტები შეგიძლიათ იხილოთ აქ>>
ბორშჩთან დაკავშირებით არაერთი ცრურწმენა არსებობს. მაგალითად, მიიჩნეოდა, რომ მიცვალებულის სული კერძიდან ასულ ორთქლთან ერთად ადიოდა ზეცაში. სწორედ ამიტომ არის ბორშჩი უკრაინული ქელეხების ტრადიციული კერძი.
სუპ-პიურე - Sputnik საქართველო, 1920, 26.06.2019
ფრანგული სუპი ვიშისუაზი - რესტორან „რიცის“ კერძის დეტალური რეცეპტი
თუ გსურთ ნამდვილი უკრაინული ბორშჩი გასინჯოთ, გამოიყენეთ რეცეპტი, რომელსაც გთავაზობთ. ეს ნოყიერი, არომატული, სქელი და წარმოუდგენლად გემრიელი კერძია.
თქვენ დაგჭირდებათ:
ძროხის ხორცი 800 გრამი, თუ ის საქონლის უკანა ფეხის ტვინით სავსე ძვალზეა, ან 1 კგ მკერდის ძვლიანი ანაჭერი;
ხახვი - 1 მსხვილი თავი;
სტაფილო - 1 ცალი, საშუალო ზომის;
ოხრახუშის ძირი - 1 ცალი, საშუალო ზომის;
ოხრახუში - საშუალო კონა;
დაფნის ფოთოლი - 1 ცალი;
მარცვლოვანი შავი პილპილი - 4-5 მარცვალი;
მარილი;
დაჭრილი სალა და არაჟანი;
საკმაზისთვის:
ჭარხალი - 2 ცალი, მცირე ზომის;
სტაფილო - 2 ცალი, საშუალო ზომის;
კარტოფილი - 3 ცალი საშუალო ზომის;
ტკბილი წითელი წიწაკა - 1 ცალი, საშუალო ზომის;
კომბოსტო - საშუალო ზომის თავის მეოთხედი;
პომიდორი - 4 ცალი, მწიფე, საშუალო ზომის;
ნიორი - 3 კბილი;
ვაშლის ძმარი - 2 სუფრის კოვზი;
გამდნარი ღორის სალა.
ქათმისგან მომზადებული კერძი - Sputnik საქართველო, 1920, 15.05.2019
ყაბარდოული გედლიბჟე: უგემრიელესი კერძის დეტალური რეცეპტი

მომზადების წესი

ჩადეთ ხორცი დიდ ქვაბში და დაასხით იმდენი წყალი, რომ ხორცს თავზე ხუთი თითის დადებაზე მოადგეს. მიიყვანეთ ადუღებამდე და მოხსენით ქაფი. ამის შემდეგ ჩაუწიეთ ცეცხლს მინიმუმამდე.
ხახვი, სტაფილო და ოხრახუშის ძირი გაასუფთავეთ და გაჭერით შუაზე (სიგრძეზე), დაალაგეთ მშრალ, უცხიმო ტაფაზე და დახრაკეთ ყავისფერ კანამდე.
ამის შემდეგ ჩაყარეთ მოხრაკული ბოსტნეული ხორციან ქვაბში, დაამატეთ მარცვლოვანი შავი პილპილი, ოხრახუშის კონის თეთრი ძირები (მწვანე ნაწილი დროებით შეინახეთ) და ხარშეთ ხორცი ორ-ნახევარი საათიდან სამ საათამდე.
ცეცხლიდან გადმოდგმამდე ჩაამატეთ ქვაბში მარილი და დაფნის ფოთოლი.
გადაწურეთ ხორცის ბულიონი. გამოარჩიეთ ხორცი ძვლებიდან და გამოიღეთ ტვინი.
წვრილად დაჭერით ხახვი და ასევე ტკბილი წითელი წიწაკა, სტაფილო, ჭარხალი და პომიდორი გახეხეთ მსხვილ სახეხზე, დაჭერით კარტოფილი საშუალო ზომის კუბებად, ხოლო კომბოსტო აკუწეთ.
დადგით საშუალო ცეცხლზე ორი ტაფა და თითოეულში გაადნეთ დაჭრილი სალა. შემდეგ ერთ ტაფაში 5 წუთის განმავლობაში მოხრაკეთ ხახვი, მეორეში კი ჭარხალი. შიგადაშიგ ურიეთ.
ამის მერე ხახვიან ტაფას დაამატეთ სტაფილო და წიწაკა, ხოლო ჭარხლიანს - ძმარი. ხრაკეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში.
შემდეგ ჭარხალი გადმოდგით ცეცხლიდან, ხოლო ხახვსა და სტაფილოში ჩაამატეთ პომიდორი და კიდევ 5 წუთი დატოვეთ ცეცხლზე.
წამოადუღეთ ბულიონი, ჩაყარეთ შიგ კარტოფილი და ხარშეთ 10 წუთი.
შემდეგ ჩაამატეთ კომბოსტო და ხარშეთ 5 წუთი.
ამის მერე ჩაუშვით მასში ორივე ტაფის შემადგენლობა - ჭარხალი და ხახვ-სტაფილო, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ კიდევ 10 წუთი.
დანაყეთ ერთად ნიორი და ოხრახუშის მწვანე ნაწილი (ღეროები და ფოთლები), შემდეგ ჩაუშვით გამზადებულ ბულიონში ძვლებიდან გამორჩეული ხორცი და ტვინი, დაამატეთ დანაყული ნიორი და ოხრახუში, მარილი და წიწაკა გემოვნებით და ხარშეთ 15 წუთი.
სუფრაზე მიიტანეთ არაჟანთან და წვრილად დაჭრილ სალასთან ერთად.

ესაა და ეს. გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0