„მაკას ბებიას ვეძახი...“ – მიხეილ ჩოხელი

© courtesy of Maka Zambakhidzeმაკა ზამბახიძე მიხეილ ჩოხელი
მაკა ზამბახიძე მიხეილ ჩოხელი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
მომღერალ მაკა ზამბახიძის მეუღლე მიხეილ ჩოხელი ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა და უპასუხა კითხვას, რა შეიცვალა მათ ცხოვრებას მაკას შვილიშვილის მიქაელის დაბადების შემდეგ.
მორაგბე ამბობს, რომ მისი მეუღლე ბებია გახდა და ვერავის წარმოუდგენია ეს ფაქტი, თანაც მაკა ბებიობას ჯერ ვერც აღიქვამს.

„ვაბრაზებთ ხოლმე, მაკა ბებიას ვეძახით, თუმცა მეც ვერ აღვიქვამ ბებიად. ისე გამოიყურება, ბებიას ნამდვილად არ ჰგავს. თვითონაც არ სჯერა, 25 წლის გოგო ჰგონია თავი და მართლა ამხელა გოგოს სული აქვს“, – ამბობს მიხეილ ჩოხელი.

ცნობილი მომღერალი მაკა ზამბახიძე ბებია სექტემბრის დასაწყისში გახდა. მის ერთადერთ ქალიშვილს სალომე ჩიტაძეს შვილი შეეძინა. ეს ამბავი მაკამ გაასაჯაროვა სოციალურ ქსელში და დაწერა, რომ შვილიშვილის დაბადებას დაესწრო.
ყველა ახალი ამბავი
0