მილიონერ კობა ნაყოფიას 20 წლით უმცროსი ცოლი ულამაზესია – წყვილის რომანტიკული ფოტოები

© Facebook / Gvàntsà Bitskinashviliკობა ნაყოფია და გვანცა ბიწკინაშვილი
კობა ნაყოფია და გვანცა ბიწკინაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
ცნობილ მოდელს ნანუკა გოგიჩაიშვილს ასეთი ლამაზი დედამთილი ჰყოლია.
სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის დეპუტატის კობა ნაყოფიას პირად ცხოვრებას. მისი მეორე მეუღლე მასზე 20 წლით უმცროსი გვანცა ბიწკინაშვილია.
წყვილს საერთო ვაჟი ჰყავს, რომელიც ოთხი წლის წინ ეყოლათ. გვანცა ადმინისტრაციისა და ფინანსების ასისტენტად მუშაობს საქართველოში UNDP-ს გუნდში.
კობა ნაყოფიას პირველი ქორწინებიდან ქალ-ვაჟი ჰყავს. მის ვაჟს საზოგადოება კარგად იცნობს. ნიკოლოზ ნაყოფიამ რამდენიმე წლის წინ მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილზე იქორწინა.
ამბობენ, რომ გვანცა სწორედ ნაყოფიას ქალიშვილის ნატალიას მეგობარია და მამამ ის შვილის მეშვეობით გაიცნო. ივნისში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ნაყოფიას ოჯახის წევრებში მხოლოდ 4 წლის გიორგი ჰყავს მითითებული. როგორც ჩანს, ის და გვანცა ოფიციალურ ქორწინებაში ჯერჯერობით არ იმყოფებიან.
უახლესი დეკლარაციის თანახმად, ნაყოფია ფლობს 8 სახლს თბილისში, ვილას კანარის კუნძულებზე, აგარაკს გონიოში, ბინას და სახლს მოსკოვში, უახლესი მოდელის 7 ძვირადღირებულ ავტომანქანას და ლადო გუდიაშვილის ორ ფერწერულ ტილოს.
ყველა ახალი ამბავი
0