https://sputnik-georgia.com/20211019/kargi-maxsovorbis-senarcuneba-260680816.html
როგორ გამოვისწოროთ მახსოვრობა: ექიმი ასახელებს სამ მთავარ საყრდენს
როგორ გამოვისწოროთ მახსოვრობა: ექიმი ასახელებს სამ მთავარ საყრდენს
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 ოქტომბერი − Sputnik. ადამიანის ნერვული სისტემის მთავარი ორგანო – ტვინი ბერდება და ზოგ შემთხვევაში ეს, შესაძლოა, ძალიან ადრეც მოხდეს, განაცხადა... 19.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-19T13:23+0400
2021-10-19T13:23+0400
2021-10-19T17:29+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23538/74/235387462_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_d36cb055958d0f4ae7260d3d4406841b.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი − Sputnik. ადამიანის ნერვული სისტემის მთავარი ორგანო – ტვინი ბერდება და ზოგ შემთხვევაში ეს, შესაძლოა, ძალიან ადრეც მოხდეს, განაცხადა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ფსიქოფიზიოლოგმა ვიაჩესლავ ლებედევმა.მისი თქმით, მახსოვრობასთან დაკავშირებული პრობლემები ზოგჯერ დაახლოებით 30 წლის ასაკშიც კი იწყება.„დგება დრო, როცა ადამიანები უკვე ცუდად იმახსოვრებენ ინფორმაციას და მეხსიერებას უჩივიან. ისეც ხდება, რომ ასეთი პრობლემები სიბერეში კი არ იწყება, არამედ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში. მაგალითად, 30 წლამდე ადამიანი ერთი რაოდენობის ამოცანებს უმკლავდებოდა, სამსახურებრივად ბევრ წერილს პასუხობდა, უამრავ საქმეს აკეთებდა, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ უკვე ხვდება, რომ ამ ყველაფრის კეთება უჭირს. ამას კოგნიტიური დარღვევა ჰქვია“, − ამბობს ექიმი.ფსიქოფიზიოლოგის თქმით, ასეთი დარღვევების შენელება ახალგაზრდა და საშუალო ასაკში საკმაოდ იოლია და ამაში ჯანსაღი ცხოვრების წესი დაგეხმარებათ.როგორც სპეციალისტი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ მეხსიერების პრობლემები ჯანსაღი ცხოვრების წესმა არ გამოგისწორათ, მაშინ ექიმს უნდა მიმართოთ, რომელიც მკურნალობასა და ვარჯიშებს დაგინიშნავთ.
https://sputnik-georgia.com/20210929/mexsierebis-problemebi-259995493.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23538/74/235387462_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_460aae2d15b7d30be076d6308d6f0d2c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 19 ოქტომბერი − Sputnik. ადამიანის ნერვული სისტემის მთავარი ორგანო – ტვინი ბერდება და ზოგ შემთხვევაში ეს, შესაძლოა, ძალიან ადრეც მოხდეს, განაცხადა
რადიო Sputnik-თან ინტერვიუში ფსიქოფიზიოლოგმა ვიაჩესლავ ლებედევმა.
მისი თქმით, მახსოვრობასთან დაკავშირებული პრობლემები ზოგჯერ დაახლოებით 30 წლის ასაკშიც კი იწყება.

29 სექტემბერი 2021, 11:30
„დგება დრო, როცა ადამიანები უკვე ცუდად იმახსოვრებენ ინფორმაციას და მეხსიერებას უჩივიან. ისეც ხდება, რომ ასეთი პრობლემები სიბერეში კი არ იწყება, არამედ საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში. მაგალითად, 30 წლამდე ადამიანი ერთი რაოდენობის ამოცანებს უმკლავდებოდა, სამსახურებრივად ბევრ წერილს პასუხობდა, უამრავ საქმეს აკეთებდა, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ უკვე ხვდება, რომ ამ ყველაფრის კეთება უჭირს. ამას კოგნიტიური დარღვევა ჰქვია“, − ამბობს ექიმი.
ფსიქოფიზიოლოგის თქმით, ასეთი დარღვევების შენელება ახალგაზრდა და საშუალო ასაკში საკმაოდ იოლია და ამაში ჯანსაღი ცხოვრების წესი დაგეხმარებათ.
„ძილი, კვება და ფიზიკური აქტიურობა − ეს სამი აუცილებელი საბაზო ელემენტია. თუ რომელიმე მათგანი ამოვარდება (ანუ, ან ცუდად ვიკვებებით, ან არარეგულარულად გვძინავს, ან ცოტას ვმოძრაობთ) არც დანარჩენი ელემენტები არ იმუშავებს. ეს სამი სვეტია, რომელსაც ეყრდნობა კიდეც ჩვენი კოგნიტიური ჯანმრთელობა“, − განმარტა ლებედევმა.
როგორც სპეციალისტი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ მეხსიერების პრობლემები ჯანსაღი ცხოვრების წესმა არ გამოგისწორათ, მაშინ ექიმს უნდა მიმართოთ, რომელიც მკურნალობასა და ვარჯიშებს დაგინიშნავთ.