https://sputnik-georgia.com/20211019/dato-koduas-coli-natia-gedevanishvili-260673619.html
ვინ არის დათო კოდუას ცოლი, რომელმაც ძალადობისთვის უჩივლა და შემდეგ მასთან ერთად იმოგზაურა
ვინ არის დათო კოდუას ცოლი, რომელმაც ძალადობისთვის უჩივლა და შემდეგ მასთან ერთად იმოგზაურა
Sputnik საქართველო
დავით კოდუას ცოლი ნათია გედევანიშვილი სოციალურ ქსელში არც ისე აქტიურია, თუმცა ქალი ოჯახურ ფოტოებს და ვიდეოებს დროდადრო აზიარებს 19.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-19T14:02+0400
2021-10-19T14:02+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260672078_0:518:1001:1081_1920x0_80_0_0_05108abc7512827dee50f077c2d478e1.jpg
მას შემდეგ, რაც მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ „ფეისბუქზე“ ბიზნესმენ დავით კოდუასთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა, აქტუალური გახდა, ვინ არის ბიზნესმენის მოქმედი მეუღლე.დავით კოდუა მედიის ყურადღების ქვეშ აპრილში მოექცა, როდესაც ის მეუღლეზე და შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის დააკავეს.კუდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას ძმა, ცოლსა და შვილზე ძალადობაში ბრალდებული ბიზნესმენი დავით კოდუა 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, აღკვეთის შეცვლის საფუძველი კოდუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა. ბრალდებულს ავსტრიაში ოპერაცია უნდა ჩატარებოდა.კოდუას დაკავების შემდეგ მისი მეუღლე ნათია გედევანიშვილი ამბობდა, რომ არ ეგონა მეუღლეს თუ დააკავებდნენ და უნდოდა მისთვის მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოეწერათ.მოგვიანებით ნათია გედევანიშვილმა მეუღლის მხრიდან ძალადობაც უარყო და განაცხადა, რომ მეუღლეს არ უცემია და თვალი სავარძელს მიარტყა. ძალადობის ფაქტს უარყოფს დავით კოდუას შვილიც.როგორც ნათია გედევანიშვილის „ფეისბუქ-აქტივობებიდან“ ირკვევა, კონფლიქტის შემდეგ ის მეუღლეს შეურიგდა და ზაფხული ოჯახმა კურორტებზე ერთად გაატარა. სექტემბერში ნათიამ დაბადების დღე მეუღლესთან ერთად ბარსელონაშიც აღნიშნა.საზოგადოების ყურადღების ცენტრში კოდუა რამდენიმე წლის წინაც მოექცა. 2014 წლის 3 მაისს ბიზნესმენ დავით კოდუას თბილისში, აბაძიშის ქუჩაზე სამი ნიღბიანი დაესხა თავს. მაშინ მასთან იმყოფებოდნენ 4 წლის შვილი და ძიძა. ის ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. დავით კოდუა სახის და თავის ქალის დაზიანებებით რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ინგოროყვას კლინიკაში მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/13/260672078_0:425:1001:1175_1920x0_80_0_0_eb89bcba9820a5783faa86e2dedb30a9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დათო კოდუა ნათია გედევანიშვილი ალექსანდრა პაიჭაძე
დათო კოდუა ნათია გედევანიშვილი ალექსანდრა პაიჭაძე
ვინ არის დათო კოდუას ცოლი, რომელმაც ძალადობისთვის უჩივლა და შემდეგ მასთან ერთად იმოგზაურა
14:02 19.10.2021 (განახლებულია: 12:57 17.08.2023) დავით კოდუას ცოლი ნათია გედევანიშვილი სოციალურ ქსელში არც ისე აქტიურია, თუმცა ქალი ოჯახურ ფოტოებს და ვიდეოებს დროდადრო აზიარებს
მას შემდეგ, რაც მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრა პაიჭაძემ „ფეისბუქზე“ ბიზნესმენ დავით კოდუასთან ერთად გადაღებული რომანტიკული ფოტოები და ვიდეო გამოაქვეყნა, აქტუალური გახდა, ვინ არის ბიზნესმენის მოქმედი მეუღლე.
დავით კოდუა მედიის ყურადღების ქვეშ აპრილში მოექცა, როდესაც ის მეუღლეზე და შვილზე ფიზიკური ძალადობისთვის დააკავეს.
კუდ-ის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას ძმა, ცოლსა და შვილზე ძალადობაში ბრალდებული ბიზნესმენი დავით კოდუა 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. არსებული ინფორმაციით, აღკვეთის შეცვლის საფუძველი კოდუას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა გახდა. ბრალდებულს ავსტრიაში ოპერაცია უნდა ჩატარებოდა.
კოდუას დაკავების შემდეგ მისი მეუღლე ნათია გედევანიშვილი ამბობდა, რომ არ ეგონა მეუღლეს თუ დააკავებდნენ და უნდოდა მისთვის მხოლოდ შემაკავებელი ორდერი გამოეწერათ.
„წუხელ მოხდა ოჯახური კონფლიქტი სახლში, ეს ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ სიტყვიერი კონფლიქტი მოხდა. მაგიდის აყირავებაც იყო, მე ავაყირავე მაგიდა. კონფლიქტი ქალის გამო დაიწყო. მინდა, რომ გამოუწერონ მიუკარებლობა, მისი დაჭერა სულ არ მინდა. ვუთხარი, რომ მოსულიყვნენ და გამოეწერათ ორდერი. ვითხოვ კვალიფიკაციის შეცვლას, საერთოდ არ იყო დაჭერაზე საუბარი, მინდოდა, რომ ორდერი გამოეწერათ, რომ არ მისულიყო ძალადობამდე“, – აღნიშნა ნათია გედევანიშვილმა.
მოგვიანებით ნათია გედევანიშვილმა მეუღლის მხრიდან ძალადობაც უარყო და განაცხადა, რომ მეუღლეს არ უცემია და თვალი სავარძელს მიარტყა. ძალადობის ფაქტს უარყოფს დავით კოდუას შვილიც.
„კომენდანტის (საათის) გამო მოვუწოდეთ, რომ არ წასულიყო გარეთ, რომ არ დაჯარიმებულიყო და ამის შემდეგ გამოვიძახეთ პოლიცია. გვინდოდა უბრალოდ, რომ აგვეცილებინა პრობლემა. ლიფტი რომ გაიღო და უნდოდა წასვლა, ამ მომენტში ვაკავებდით, გამიშვითო და დაეცა ნათია. ლიფტთან არის სავარძელი, ასე არ დამინახავს, დათოზე ვიყავი გადართული“, – აღნიშნა დავით კოდუას შვილმა კატო კოდუამ.
როგორც ნათია გედევანიშვილის
„ფეისბუქ-აქტივობებიდან“ ირკვევა, კონფლიქტის შემდეგ ის მეუღლეს შეურიგდა და ზაფხული ოჯახმა კურორტებზე ერთად გაატარა. სექტემბერში ნათიამ დაბადების დღე მეუღლესთან ერთად ბარსელონაშიც აღნიშნა.
საზოგადოების ყურადღების ცენტრში კოდუა რამდენიმე წლის წინაც მოექცა. 2014 წლის 3 მაისს ბიზნესმენ დავით კოდუას თბილისში, აბაძიშის ქუჩაზე სამი ნიღბიანი დაესხა თავს. მაშინ მასთან იმყოფებოდნენ 4 წლის შვილი და ძიძა. ის ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ კი სასტიკად სცემეს. დავით კოდუა სახის და თავის ქალის დაზიანებებით რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი ინგოროყვას კლინიკაში მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.