„შეიძლება ეს ადამიანი არ გიყვარდეს?“ – ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას ვიდეოს აქვეყნებს

© Photo: Aleksandra Paichadze / FBალექსანდრა პაიჭაძე
ალექსანდრა პაიჭაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.10.2021
გამოწერა
ცნობილმა მოდელმა ალექსანდრა პაიჭაძემ, რომელიც ცოტა ხანში გოგონას დედა გახდება, ბავშვის მამის და საყვარელი კაცის ვინაობა გაამჟღავნა. ალექსანდრამ ჯერ ბიზნესმენ დავით კოდუასთან ერთად გადაღებული ფოტოები, შემდეგ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ შეუძლებელია ასეთი კარგი და კეთილი ადამიანი ვინმეს არ უყვარდეს.
ვიდეოში მოდელი დავით კოდუას სიყვარულს უხსნის. პაიჭაძე ორსულობას რამდენიმე თვე მალავდა, თუმცა შემდეგ ხშირად აღნიშნავდა, რომ შვილის მამის ვინაობას აუცილებლად გაამჟანებდა.
როგორც ალექსანდრას „ფეისბუქიდან“ ხდება ცნობილი, წყვილი 2019 წლის აგვისტოდან იმყოფება ურთიერთობაში.
ბიზნესმენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში რამდენიმე თვის წინ მოექცა, როდესაც მოულოდნელად ოჯახური ძალადობის მუხლით დააკავეს. როგორც მისი მეუღლე აცხადებდა, კოდუამ შვილზე და მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, თუმცა მოგვიანებით ყველაფერი უარყო. კოდუა მაისში 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ყველა ახალი ამბავი
0