https://sputnik-georgia.com/20211019/-b-jgufis-vitaminebma-seizleba-filtvebiskibo-gamoiwvios-260683973.html
ფრთხილად! B ჯგუფის ვიტამინებმა შეიძლება ფილტვის კიბო გამოიწვიოს, თუ...
ფრთხილად! B ჯგუფის ვიტამინებმა შეიძლება ფილტვის კიბო გამოიწვიოს, თუ...
Sputnik საქართველო
თბილისი, 19 ოქტომბერი − Sputnik. ისეთი პოპულარული ვიტამინების დიდი დოზით მიღება, როგორებიცაა B6 და B12, ფილტვის კიბოს განვითარების რისკს ზრდის, წერს გამოცემა... 19.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-19T14:48+0400
2021-10-19T14:48+0400
2021-10-19T18:18+0400
საზოგადოება
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24486/57/244865754_0:72:1920:1152_1920x0_80_0_0_f4cd3ddb0f24f56ec30ce80b89fd5f39.jpg
თბილისი, 19 ოქტომბერი − Sputnik. ისეთი პოპულარული ვიტამინების დიდი დოზით მიღება, როგორებიცაა B6 და B12, ფილტვის კიბოს განვითარების რისკს ზრდის, წერს გამოცემა Express ამერიკელ მეცნიერთა კვლევაზე დაყრდნობით.დადგენილია, რომ B ჯგუფის ვიტამინები ადამიანს ეხმარება ისეთი პრობლემების აღმოფხვრაში, როგორებიცაა: დაღლილობა, მხედველობის გაუარესება, ნერვული სისტემის ფუნქციების დარღვევა და დეპრესიებიც კი. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ B6 და B12 შეიძლება ფილტვის კიბოს მიზეზი გახდეს, განსაკუთრებით მამაკაცებში, ეს მართლაც შოკისმომგვრელი გამოდგა.გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა 77 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხეს იმის თაობაზე, თუ რა სიხშირით იღებდნენ В ჯგუფის ვიტამინებს. ასევე დააზუსტეს ვიტამინების დოზა და კვების ჩვეულებრივი რაციონი გასული 10 წლის განმავლობაში.ამ გამოკითხვიდან ექვსი წლის შემდეგ მეცნიერებმა, შეამოწმეს რა რესპონდენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის მაჩვენებლები, რომელიც კიბოს წარმოქმნას უწყობს ხელს, დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ცალკე ვიტამინის სახით იღებდნენ:ამასთან გაირკვა, რომ იმ მამაკაცებს, რომლებიც ერთ ან მეორე ვიტამინს დიდი დოზებით იღებდნენ 10 წლის განმავლობაში, ფილტვის კიბოს რისკი თითქმის ორჯერ ჰქონდათ მომატებული, ხოლო მწეველ მამაკაცებს – კიდევ მეტად.მეცნიერის თქმით, როგორც წესი, ვიტამინი B6 100 მილიგრამიან აბებად იყიდება, ხოლო B12 − 500-დან 3000 მიკროგრამამდე აბებად. და ეს იმ დროს, როდესაც B6-ის რეკომენდებული სადღეღამისო ნორმა სულ ორი მილიგრამია, ხოლო B12-ისა − 2,4 მიკროგრამი. ამასთან პოლივიტამინური კომპლექსები, როგორც წესი, ამ ვიტამინების სწორედ რეკომენდებულ დოზებს შეიცავს.„ადამიანმა თავს უნდა ჰკითხოს, სჭირდება კი ვიტამინის ისეთი დოზა, რომელიც 1200-ჯერ აჭარბებს საჭირო სადღეღამისო ნორმას?!“ − ამბობს მეცნიერი.ამასთან პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ეს პირველი კვლევა არ არის, რომელიც B ჯგუფის ვიტამინების როლს ეძღვნება კიბოს ჩამოყალიბების საკითხში. ირკვევა, რომ მანამდე ნორვეგიელმა მეცნიერებმა ორი მასშტაბური რანდომიზებული კვლევა ჩაატარეს, რა დროსაც დაადგინეს, რომ B ჯგუფის ვიტამინების დამატებითი მიღება ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნის რისკებს ზრდის იმ პირებში, რომლებიც В12-სა და ასევე В9-ს (ფოლის მჟავა) იღებდნენ დიდი რაოდენობით.კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდის რეკომენდაციით, კიბოს პრევენციისთვის სასარგებლო ნივთიერებების მიღება უმჯობესია კვების პროდუქტების სახით და არა ცალკე ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების სახით.В6-ით და В12-ით მდიდარი პროდუქტებია:
https://sputnik-georgia.com/20210424/vitaminebis-nakleboba-235357029.html
https://sputnik-georgia.com/20210202/smis-Secvla-filtvebis-kibos-niSani-SeiZleba-iyos-250773237.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24486/57/244865754_199:0:1906:1280_1920x0_80_0_0_c38285c210e387ea782cb84912c56839.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
საზოგადოება, მსოფლიო მეცნიერული კვლევები, ექიმის რჩევები
თბილისი, 19 ოქტომბერი − Sputnik. ისეთი პოპულარული ვიტამინების დიდი დოზით მიღება, როგორებიცაა B6 და B12, ფილტვის კიბოს განვითარების რისკს ზრდის, წერს გამოცემა
Express ამერიკელ მეცნიერთა კვლევაზე დაყრდნობით.
დადგენილია, რომ B ჯგუფის ვიტამინები ადამიანს ეხმარება ისეთი პრობლემების აღმოფხვრაში, როგორებიცაა: დაღლილობა, მხედველობის გაუარესება, ნერვული სისტემის ფუნქციების დარღვევა და დეპრესიებიც კი.
შესაბამისად, ის ფაქტი, რომ B6 და B12 შეიძლება ფილტვის კიბოს მიზეზი გახდეს, განსაკუთრებით მამაკაცებში, ეს მართლაც შოკისმომგვრელი გამოდგა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლევარებმა 77 ათასზე მეტი ადამიანი გამოკითხეს იმის თაობაზე, თუ რა სიხშირით იღებდნენ В ჯგუფის ვიტამინებს. ასევე დააზუსტეს ვიტამინების დოზა და კვების ჩვეულებრივი რაციონი გასული 10 წლის განმავლობაში.
ამ გამოკითხვიდან ექვსი წლის შემდეგ მეცნიერებმა, შეამოწმეს რა რესპონდენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის მაჩვენებლები, რომელიც კიბოს წარმოქმნას უწყობს ხელს, დაადგინეს, რომ იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ცალკე ვიტამინის სახით იღებდნენ:
ვიტამინ B12-ს – 30%-ით იყო გაზრდილი ფილტვის კიბოს რისკი,
ხოლო ვინც B6-ს იღებდა − 40%-ით.
ამასთან გაირკვა, რომ იმ მამაკაცებს, რომლებიც ერთ ან მეორე ვიტამინს დიდი დოზებით იღებდნენ 10 წლის განმავლობაში, ფილტვის კიბოს რისკი თითქმის ორჯერ ჰქონდათ მომატებული, ხოლო მწეველ მამაკაცებს – კიდევ მეტად.
„მამაკაცებს, რომლებიც დღე-ღამეში 55 მიკროგრამზე მეტ B12-ს იღებდნენ, ფილტვის კიბოთი დაავადების რისკი 98%-ით მეტი ჰქონდათ, ვიდრე იმ მამაკაცებს, რომლებიც B ჯგუფის ვიტამინებს არ იღებდნენ. ხოლო მწეველ მამაკაცებს, რომლებიც დიდი რაოდენობით B ჯგუფის ვიტამინებს იღებდნენ, კიბოთი დაავადების რისკი სამ-ოთხჯერ მეტი ჰქონდათ“, − ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი თეოდორ ბრასკი.
მეცნიერის თქმით, როგორც წესი, ვიტამინი B6 100 მილიგრამიან აბებად იყიდება, ხოლო B12 − 500-დან 3000 მიკროგრამამდე აბებად. და ეს იმ დროს, როდესაც B6-ის რეკომენდებული სადღეღამისო ნორმა სულ ორი მილიგრამია, ხოლო B12-ისა − 2,4 მიკროგრამი. ამასთან პოლივიტამინური კომპლექსები, როგორც წესი, ამ ვიტამინების სწორედ რეკომენდებულ დოზებს შეიცავს.
„ადამიანმა თავს უნდა ჰკითხოს, სჭირდება კი ვიტამინის ისეთი დოზა, რომელიც 1200-ჯერ აჭარბებს საჭირო სადღეღამისო ნორმას?!“ − ამბობს მეცნიერი.
ამასთან პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ეს პირველი კვლევა არ არის, რომელიც B ჯგუფის ვიტამინების როლს ეძღვნება კიბოს ჩამოყალიბების საკითხში. ირკვევა, რომ მანამდე ნორვეგიელმა მეცნიერებმა ორი მასშტაბური რანდომიზებული კვლევა ჩაატარეს, რა დროსაც დაადგინეს, რომ B ჯგუფის ვიტამინების დამატებითი მიღება ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოქმნის რისკებს ზრდის იმ პირებში, რომლებიც В12-სა და ასევე В9-ს (ფოლის მჟავა) იღებდნენ დიდი რაოდენობით.
კიბოს კვლევის მსოფლიო ფონდის რეკომენდაციით, კიბოს პრევენციისთვის სასარგებლო ნივთიერებების მიღება უმჯობესია კვების პროდუქტების სახით და არა ცალკე ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების სახით.
В6-ით და В12-ით მდიდარი პროდუქტებია:
წითელი ხორცი − ღორის, ძროხისა და სხვ;
ფრინველის ხორცი − ქათმის, ინდაურისა და სხვ;
თევზი − თინუსი, ორაგული და სხვ.