ავლაბარში საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliავლაბარი
ავლაბარი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
მოსახლეობა შენობის რესტავრაციას ან მისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მოხსნას ითხოვს.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. თბილისში, ავლაბარში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა ავლაბარში, არმაზის შესახვევში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორსართულიანი სახლი დიდი ხანია ავარიულია. მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული.
მოსახლეობა დედაქალაქის მთავრობისგან შენობის დროულ რესტავრაციას, ან კულტურული ძეგლის სტატუსის მოხსნას მოითხოვს, რათა აქ ინვესტორმა შემოსვლა შეძლოს.
ამ დროისათვის შენობაში მცხოვრები ოთხი ოჯახიდან ორი დროებით საცხოვრებელშია გადაყვანილი.
ყველა ახალი ამბავი
0