სუს-მა უარყო ინფორმაცია უწყების მაღალჩინოსნის სახლის გაქურდვის შესახებ

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი შემთხვევის ადგილზე
პოლიციის ლენტი შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
უწყების ინფორმაციით, გაქურდეს რეგიონული განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომლის სახლი. წაღებულია საოჯახო ნივთები.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 28 სექტემბერს მარნეულში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ის) უფროსის მოადგილის სახლი გაქურდეს, რეალობას არ შესაბამება, ისევე, როგორც ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაიკარგა სამსახურებრივი მეხსიერების ბარათი, ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, გაქურდეს სუს-ის ქვემო ქართლის რეგიონული განყოფილების ერთ-ერთი თანამშრომლის სახლი. ქურდებმა საოჯახო ნივთები წაიღეს.
გამოძიებას საქართველოს შსს აწარმოებს.
უფრო ადრე ტელეარხმა „TV პირველმა“ განაცხადა, რომ გაქურდეს სუს-ის ქვემო ქართლის რეგიონული განყოფილების უფროსის ჯონი მინაძის სახლი და თან წაიღეს მეხსიერების ბარათი „საიდუმლო ფაილებით“, ტაბელური იარაღი, ოქრო და ფული.
ყველა ახალი ამბავი
0