სუფსაში უხვი ნალექის შედეგებს ებრძვიან

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliწვიმის შემდეგ
წვიმის შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
ადგილზე შესაბამის სამსახურებს მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში უხვი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლების ეზოები და პირველი სართულები დაიტბორა, იუწყება „პირველი არხი".
წინასწარი ინფორმაციით, 20-ზე მეტი სახლია დატბორილი, ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ ადგილზე შესაბამის სამსახურებს გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებული აქვთ, ასევე მიმიდინარეობს ზარალის დათვლაც.
ყველა ახალი ამბავი
0