საქართველოში დაბრუნების შემდეგ სოფო ნიჟარაძე პირველ ფოტოებს აქვეყნებს

© Facebook / Sofia Nizharadzeსოფო ნიჟარაძე
სოფო ნიჟარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
სოფო ნიჟარაძე რამდენიმე დღის წინ ამერიკიდან საქართველოში დაბრუნდა.
საქართველოში დაბრუნებული სოფო ნიჟარაძე „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ მისი და შვილის ელის-მარიას ფოტოებს აქვეყნებს. მომღერალმა შვილს სახე ამჯერადაც დაუმალა.
რამდენიმე დღის წინ POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია: „სოფო ნიჟარაძე საქართველოში დაბრუნდა ქალიშვილთან, ელის-მარია სააკაშვილთან ერთად“. გოგონას გვარმა სოციალური ქსელის მომხმარებლებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
სოფო ნიჟარაძემ შვილი ამერიკაში გააჩინა. ის წელიწადზე მეტი ნიუ-იორკში ცხოვრობდა. სოფომ ფეხმძიმობის პერიოდში რამდენიმე სურათი ისე გამოაქვეყნა, რომ ვერავინ მიხვდა, თუ რას მალავდა მომღერალი.
მისი Instagram-ის ოფიციალურ გვერდზე 2020 წლის 11 აპრილით დათარიღებული ფოტო მოიპოვება, რომელზეც ნიჟარაძე 7 თვის ფეხმძიმეა და მისი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან მოვლენას ის შარფითა და დიდი ზომის შავი ქურთუკით მალავდა.
მომღერალი დღემდე არც შვილის სახეს და არც მამის ვინაობას არ ასაჯაროებს, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა აიტაცა მინიშნება, რომ ბავშვის მამა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, რომელიც 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0