https://sputnik-georgia.com/20211018/rusetis-moqalaqe-qalis-mkvleloba-tbilissi-260645594.html
უცხოელი ქალის მკვლელობა თბილისში – ახალი დეტალები
უცხოელი ქალის მკვლელობა თბილისში – ახალი დეტალები
Sputnik საქართველო
მოკლული ქალი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. მკვლელობის საქმეზე გამოძიება ბათუმის ყოფილ ვიცე-მერზე გავიდა. 18.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-18T14:27+0400
2021-10-18T14:27+0400
2021-10-18T20:50+0400
ახალი ამბები
ბათუმი
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260553560_0:142:1280:862_1920x0_80_0_0_fac87920196b6338793d759b38e38e74.jpg
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ახალგაზრდა ქალი, რომელიც გუშინ, გვიან ღამით თბილისის ცენტრში მოკლეს, რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა აღმოჩნდა. ის საქართველოში ხაბაროვსკიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა. ასეთი ინფორმაცია გავრცელდა ქართულ მასმედიაში.ქალი საბურთალოს რაიონში უცნობმა პირმა ჩაცხრილა. შატალოვას ღამის დაახლოებით პირველ საათზე ესროლეს, როდესაც ის სახლიდან გამოვიდა. თვითმხილველის თქმით, მან შვიდი გასროლის ხმა გაიგონა.უფრო ადრე შატალოვა სხვადასხვა ტელეარხისა და ინტერნეტ-გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუებში აცხადებდა, რომ კონფლიქტი ჰქონდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან ზურაბ ბერიძესთან. ქალის თქმით, ბერიძე მას დაჰპირდა, რომ ცოლად მოიყვანდა, ამიტომ საცხოვრებლად თბილისიდან ბათუმში გადავიდა, დაორსულდა და მისგან ბავშვი გააჩინა.მოგვიანებით შატალოვამ გაიგო, რომ ბერიძე უკვე დაქორწინებულია და ორი შვილი ჰყავს და განქორწინებასაც არ აპირებს. ბერიძეს მალე თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარეს – მას ანევრიზმა ჰქონდა.როგორც შატალოვა ამბობდა, ოპერაციის შემდეგ ბერიძე ძალიან აგრესიული და ეჭვიანი გახდა. წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში ხან შორდებოდა, ხან ურიგდებოდა ერთმანეთს. მორიგი შერიგების შემდეგ ბერიძემ შატალოვას ნებართვით ბავშვი რამდენიმე დღით წაიყვანა, მაგრამ დედისთვის აღარ დაუბრუნებია.შატალოვას თქმით, ბავშვს ბერიძის ცოლი ზრდიდა. ახალგაზრდა ქალმა ადვოკატი დაიქირავა და ბავშვის დაბრუნებას ცდილობდა. ამის საპასუხოდ ბერიძემ შატალოვა პროსტიტუციაში და ოქროულობის მოპარვაში დაადანაშაულა.ახლა ბავშვი დაახლოებით ორი წლისაა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ბათუმის ყოფილ ვიცე-მერზე შემაკავებელი ორდერიც იყო გამოწერილი.
https://sputnik-georgia.com/20211018/mkvleloba-tbilissi-ucxoieli-qali-cacxriles-260635325.html
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/0e/260553560_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_a65f6f1a62d1f51bade7828a3ba6f96f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, ბათუმი , თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში
უცხოელი ქალის მკვლელობა თბილისში – ახალი დეტალები
14:27 18.10.2021 (განახლებულია: 20:50 18.10.2021) მოკლული ქალი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა. მკვლელობის საქმეზე გამოძიება ბათუმის ყოფილ ვიცე-მერზე გავიდა.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. ახალგაზრდა ქალი, რომელიც გუშინ, გვიან ღამით თბილისის ცენტრში მოკლეს, რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა აღმოჩნდა. ის საქართველოში ხაბაროვსკიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა. ასეთი ინფორმაცია გავრცელდა ქართულ მასმედიაში.
ქალი საბურთალოს რაიონში უცნობმა პირმა ჩაცხრილა. შატალოვას ღამის დაახლოებით პირველ საათზე ესროლეს, როდესაც ის სახლიდან გამოვიდა. თვითმხილველის თქმით, მან შვიდი გასროლის ხმა გაიგონა.
უფრო ადრე შატალოვა სხვადასხვა ტელეარხისა და ინტერნეტ-გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუებში აცხადებდა, რომ კონფლიქტი ჰქონდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან ზურაბ ბერიძესთან. ქალის თქმით, ბერიძე მას დაჰპირდა, რომ ცოლად მოიყვანდა, ამიტომ საცხოვრებლად თბილისიდან ბათუმში გადავიდა, დაორსულდა და მისგან ბავშვი გააჩინა.
მოგვიანებით შატალოვამ გაიგო, რომ ბერიძე უკვე დაქორწინებულია და ორი შვილი ჰყავს და განქორწინებასაც არ აპირებს. ბერიძეს მალე თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარეს – მას ანევრიზმა ჰქონდა.
როგორც შატალოვა ამბობდა, ოპერაციის შემდეგ ბერიძე ძალიან აგრესიული და ეჭვიანი გახდა. წყვილი რამდენიმე წლის განმავლობაში ხან შორდებოდა, ხან ურიგდებოდა ერთმანეთს. მორიგი შერიგების შემდეგ ბერიძემ შატალოვას ნებართვით ბავშვი რამდენიმე დღით წაიყვანა, მაგრამ დედისთვის აღარ დაუბრუნებია.
შატალოვას თქმით, ბავშვს ბერიძის ცოლი ზრდიდა. ახალგაზრდა ქალმა ადვოკატი დაიქირავა და ბავშვის დაბრუნებას ცდილობდა. ამის საპასუხოდ ბერიძემ შატალოვა პროსტიტუციაში და ოქროულობის მოპარვაში დაადანაშაულა.
ახლა ბავშვი დაახლოებით ორი წლისაა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ბათუმის ყოფილ ვიცე-მერზე შემაკავებელი ორდერიც იყო გამოწერილი.