„იარაღით მემუქრებოდა, ბავშვი მომპარა“ – თბილისში ჩაცხრილული ქალი ყოფილ საქმროზე – ვიდეო

© Youtube / Nanuka's Channelქალი, რომელიც 18 ოქტომბერს დაცხრილეს
ქალი, რომელიც 18 ოქტომბერს დაცხრილეს - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
თბილისში ჩაცხრილული ქალი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა.
ქალზე, რომელიც გუშინ, ღამით საბურთალოზე ჩაცხრილეს, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გაიხსენა, რომ ქალი რამდენიმე თვის წინ სტუმრად ჰყავდა გადაცემაში, სადაც მან საკუთარ პრობლემებზე ისაუბრა. ინტერვიუში ქალი ამბობდა, რომ ცხოვრობდა ბათუმის მერის ყოფილ მოადგილესთან, რომელიც სხვადასხვა დროს მაღალ თანამდებობებს იკავებდა და რომელმაც 9 თვის შვილი მოპარა.
რუსეთის მოქალაქე ანასტასია შატალოვა ამბობდა, რომ ზურაბ ბერიძეს ცოლ-შვილი ჰყავდა, თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით გაიგო და ეჭვიც არ გასჩენია, რადგან ისინი ბათუმში ერთად ცხოვრობდნენ, ეყოლათ შვილი და შემდეგ მამამ შვილი მოტყუებით წაიყვანა მისგან.
შატალოვას თქმით, ბავშვს ბერიძის ცოლი ზრდიდა. ახალგაზრდა ქალმა ადვოკატი დაიქირავა და ბავშვის დაბრუნებას ცდილობდა. ამის საპასუხოდ ბერიძემ შატალოვა პროსტიტუციაში და ოქროულობის მოპარვაში დაადანაშაულა. ახლა ბავშვი დაახლოებით ორი წლისაა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე ბათუმის ყოფილ ვიცე-მერზე შემაკავებელი ორდერიც იყო გამოწერილი.
ქალი საბურთალოს რაიონში უცნობმა პირმა ჩაცხრილა. შატალოვას ღამის დაახლოებით პირველ საათზე ესროლეს, როდესაც ის სახლიდან გამოვიდა. თვითმხილველის თქმით, მან შვიდი გასროლის ხმა გაიგონა.
ყველა ახალი ამბავი
0