ოთო კახიძე დაქორწინდა – პოლიტიკოსი ქორწილის ფოტოს აქვეყნებს

© Photo: Oto Kakhidze / FBოთო კახიძე
ოთო კახიძე  - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
პოლიტიკოსი ოთო კახიძე დაქორწინდა და ფაქტის ამსახველი ფოტოები „ფეისბუქის“ პირად გვერდზე განათავსა. მისი რჩეული ნანუკა მიქელაძეა.
ნა­ნუ­კა მი­ქე­ლა­ძე წარ­მო­შო­ბით ბა­თუ­მი­დან არის და გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი „ტა­ბუ­ლა­ში“ ჟურ­ნა­ლის­ტად მუ­შა­ობ­და. ამ­ჟა­მად კი The USAID Economic Security Program-ის თა­ნამ­შრო­მე­ლია.
თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიმსჯელებთ, წყვილი ერთად ბევრს მოგზაურობს.
ამჟამად წყვილი თაფლობის თვეს ნიუ-იორკში ატარებს და ფოტოებს ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში. ნანუკა მიქელაძე ამერიკაში ცხოვრობს, ქართველი პოლიტიკოსი კი მას ხშირად აკითხავდა ხოლმე. წყვილს 14 ოქტომბერს ერთად ყოფნის 6 წელი შეუსრულდა.
38 წლის პო­ლი­ტი­კო­სის­თვის ეს მე­სა­მე ქორ­წი­ნე­ბაა. პირ­ვე­ლი ორი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი ვაჟი, ვაკო და დუდუ კა­ხი­ძე­ე­ბი ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0