https://sputnik-georgia.com/20211018/merab-sepashvili-60-wlis-gaxda-260631621.html
„ყველაზე დიდი საჩუქარი მივიღე...“ – მერაბ სეფაშვილი 60 წლის გახდა
„ყველაზე დიდი საჩუქარი მივიღე...“ – მერაბ სეფაშვილი 60 წლის გახდა
Sputnik საქართველო
15 ოქტომბერს ქართველი მომღერალი მერაბ სეფაშვილი 60 წლის გახდა. მერაბი ამ დღეს გრანდიოზულ კონცერტს გეგმავდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო საიუბილეოდ... 18.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-18T17:32+0400
2021-10-18T17:32+0400
2023-08-17T12:57+0400
ქართველი ცნობადი სახეები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24756/49/247564912_0:39:1000:602_1920x0_80_0_0_af0fe9e1920cc5057dfcd7f2375ac0c8.jpg
15 ოქტომბერს ქართველი მომღერალი მერაბ სეფაშვილი 60 წლის გახდა. მერაბი ამ დღეს გრანდიოზულ კონცერტს გეგმავდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო საიუბილეოდ დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო.მომღერალი „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ ჯერჯერობით წლების მატებას ვერ გრძნობს, ყველაზე დიდი საჩუქარი კი ისაა, რომ იუბილეზე მეგობრებმა ჩამოაკითხეს უცხოეთიდან.გასულ წელს მერაბ სეფაშვილმა დაბადების დღე მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა, სადაც უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები ჰყავდა მიწვეული. სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი რადიოწამყვანები ხატია შამუგია და გვანცა კილასონია. ჟურნალისტებს მერაბ სეფაშვილთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. სწორედ ხატია შამუგიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა სკანდალი.„პანდემიის დროს როგორ იქცევით? თუ სხვებს ეხებათ შეზღუდვები და თქვენ ვირუსი არ დაგემართებათ და ვერც სხვებს გადასდებთ?”, „919 ახალი შემთხვევაა ვირუსის, თქვე მართლა მაიმუნებო! გამოუსწორებელი ქაჯები ხართ!” – წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24756/49/247564912_0:0:1000:751_1920x0_80_0_0_e859d1b88b97ce16b17fcc79f747490a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მერაბ სეფაშვილი
„ყველაზე დიდი საჩუქარი მივიღე...“ – მერაბ სეფაშვილი 60 წლის გახდა
17:32 18.10.2021 (განახლებულია: 12:57 17.08.2023) 15 ოქტომბერს ქართველი მომღერალი მერაბ სეფაშვილი 60 წლის გახდა. მერაბი ამ დღეს გრანდიოზულ კონცერტს გეგმავდა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო საიუბილეოდ დაგეგმილი ღონისძიება გადაიდო.
მომღერალი „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, რომ ჯერჯერობით წლების მატებას ვერ გრძნობს, ყველაზე დიდი საჩუქარი კი ისაა, რომ იუბილეზე მეგობრებმა ჩამოაკითხეს უცხოეთიდან.
„რაც შეეხება აღნიშვნას, ალბათ მცირე წრეში აღნიშვნის გარეშე ვერ გამოვა ეს ამბავი. მინდოდა საიუბილეოდ განსხვავებული კონცერტი გამეკეთებინა, მაგრამ მცირე აუდიტორიისთვის არ გამოვიდოდა, ამიტომაც გადავდეთ სამომავლოდ“, – აცხადებს მომღერალი.
გასულ წელს მერაბ სეფაშვილმა დაბადების დღე მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში აღნიშნა, სადაც უახლოესი მეგობრები და ოჯახის წევრები ჰყავდა მიწვეული. სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი რადიოწამყვანები ხატია შამუგია და გვანცა კილასონია. ჟურნალისტებს მერაბ სეფაშვილთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ. სწორედ ხატია შამუგიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს მოჰყვა სკანდალი.
„პანდემიის დროს როგორ იქცევით? თუ სხვებს ეხებათ შეზღუდვები და თქვენ ვირუსი არ დაგემართებათ და ვერც სხვებს გადასდებთ?”, „919 ახალი შემთხვევაა ვირუსის, თქვე მართლა მაიმუნებო! გამოუსწორებელი ქაჯები ხართ!” – წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.