Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

„ურჩი" მარგველაშვილის ხმა ოპოზიციას: რას გეგმავს ექს-პრეზიდენტი

© Sputnik / Levan Avlabreliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, იგი საკუთარ თავს მესამე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერად ხედავს
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში მხარს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას დაუჭერს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია Formula-ს ეთერში განაცხადა.
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისში, 30 ოქტომბერს გაიმართება. თბილისის მერის თანამდებობისთვის ნიკა მელია და დედაქალაქის მოქმედი მერი კახა კალაძე იბრძოლებენ.
„მე კონკრეტული არჩევანი მაქვს – კალაძე და მელია... მე შემოვხაზავ ოპოზიციას. ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ჩემთვის რთულია შემოვხაზო ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც დაპირისპირებული ვარ 2003 წლიდან, მაგრამ მე ამ პოლიტიკურ ძალას არ ვხაზავ, მე ვხაზავ ოპოზიციას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, „ორივე პარტია ცუდია“, მაგრამ დღეს „ქართული ოცნების“ შეჩერება მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია. ექს-პრეზიდენტის თქმით, იგი ამ ნაბიჯზე მიდის, რათა „ხელისუფლებაში ტოტალური კორუფცია შეჩერდეს“.
ამასთან, როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, იგი საკუთარ თავს მესამე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერად ხედავს და წინა არჩევნებში ხმა მცირე ოპოზიციურ პარტიებს მისცა.
გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო მეთაურის თანამდებობა 2013–2018 წლებში ეკავა. თავის დროზე მან არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმარჯვა, თუმცა პრეზიდენტის რანგში იგი ღია კონფრონტაციაში იყო ხელისუფლებასთან.
ყველა ახალი ამბავი
0