Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ამირან გამყრელიძე: რეანიმაციაში მოხვედრილი პაციენტების 98% აუცრელია

© Parliament of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, მეხუთე ტალღა საკმაოდ მაღალი ნიშნულით იწყება, ამიტომ ისევ მოუწოდებს მოსახლეობას, ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია, უარი თქვან მასობრივ თავშეყრის ადგილებზე და ჩაიტარონ ვაქცინაცია.
თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევს ესტუმრა, სადაც ე.წ. ვაქცინაციის მარათონი დაიწყო.
კავთისხევში გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრთან ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ვაქცინაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც გამყრელიძემ შეხვედრის დროს განაცხადა, კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი საქართველოში ყოველდღიურად იზრდება, ამიტომ საჭიროა კიდევ 1 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია, რათა ქვეყანა მშვიდად შეხვდეს ახალ წელს.
საველე ჰოსპიტალი - Sputnik საქართველო, 1920, 17.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
გამყრელიძე: კორონავირუსის მეხუთე ტალღას საკმაოდ მაღალი ნიშნულით ვიწყებთ
გამყრელიძის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროცესში 60 წელს ზემოთ მოქალაქეების ჩართვა. მან ყველას თხოვნით მიმართა, რომ აიცრან.
ე.წ. ვაქცინაციის მარათონში ჩართულ 50 დიდ სოფელში, სადაც ცხოვრობს დაახლოებით 160.000 ადამიანი, მაქსიმალურად უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია, აღნიშნა გამყრელიძემ. ეს განსაკუთრებით ეხება 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს.
„სიკვდილიანობა გვაქვს 95% 60 წლის ზემოთ ასაკში“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ეპიდემიოლოგის განცხადებით, საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების 95% აუცრელია.
„გარდა ამისა, რეანიმაციაში ვინც ხვდება, 98% აუცრელია. სამწუხაროდ, გამოსავალი ცუდი სადაც არის, 98% აუცრელია. უნდა გავითავისოთ, იმიტომ რომ ეს არის პასუხისმგებლობა, ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის, ქვეყნის წინაშე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვაქცინირებულებს უპირატესობა უნდა მიენიჭოთ – სერგეენკო
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მარათონი ოქტომბრის მეორე ნახევარში დაიწყო, რომელიც მოიცავს 68 დასახლებულ პუნქტს, სადაც 250 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აქციის მიზანია – საინფორმაციო შეხვედრების პარალელურად სამ კვირაში მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის დაახლოებით 60%-ის ვაქცინაცია.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, ხოლო მასობრივი ხასიათი ვაქცინაციის ეროვნულმა კამპანიამ 5 ივლისიდან მიიღო.
18 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1.914.269 აცრა. მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებულია 1.011.376 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 35,6%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 902.660 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 31,6%. 17 ოქტომბერს აიცრა სულ 2.260 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0