„გილოცავ დაოჯახებას...“ – საქორწინო კაბაში შემოსილი ევა ბარბაქაძე მილოცვებს იღებს

© Facebook / Eva Barbaqadzeევა ბარბაქაძე
ევა ბარბაქაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
ცნობილი ფოტომოდელისა და ტელეწამყვანის შორენა ბეგაშვილის ქალიშვილი ევა ბარბაქაძე „ინსტაგრამის“ გვერდზე ახალ ფოტოსა და ვიდეობს აქვეყნებს, სადაც საქორწინო კაბაშია გამოწყობილი.
„თხოვდები?”, „ევა, გილოცავ დაოჯახებას, სულ ასეთი ბედნიერი შეაბერდით ერთმანეთს”, „ჩემო ლამაზო, გილოცავ დაოჯახებას ძალიან გამიხარდა“ – წერენ ინტერნეტ-მომხმარებლები. ამ და მსგავსი შინაარსის კომენტარების ნაწილს ევამ პასუხი გასცა და, სავარაუდოდ, ხუმრობით აღნიშნა, რომ მათ ქორწილში ეპატიჟება.
დედის მსგავსად ევა ბარბაქაძე ხშირად პოზირებს სარეკლამო ფოტოსესიებისთვის და მასში ხშირ შემთხვევაში მსახიობი შორენა ბეგაშვილიც დიდი ინტერესით მონაწილებს ხოლმე. სავარაუდოდ, აღნიშნულიც ერთ-ერთ ფოტოსესიას უკავშირდება.
ყველა ახალი ამბავი
0