„ორი გოგონას მამა ვიქნები“ – დათო ხუჯაძის ცოლი ორსულადაა

© courtesy of Eka Dalaqishviliეკა დალაქიშვილი
ეკა დალაქიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2021
გამოწერა
45 წლის მომღერალი ცოტა ხნის წინ მეორედ დაქორწინდა.
მომღერალი დათო ხუჯაძე მალე მამა გახდება. ის და მისი მეუღლე ეკა დალაქიშვილი გოგონას ელოდებიან. პირად ცხოვრებაში სიახლის შესახებ მუსიკოსმა „დღის პოსტის“ ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამ თვეში ოჯახს ახალი წევრი შეემატება და ის ორი გოგონას მამა იქნება.
მომღერალმა დათო ხუჯაძემ და მისმა რჩეულმა ეკა დალაქიშვილმა ზაფხულში ქორწილი აჭარაში, ჩაქვის „ოაზისში“ გადაიხადეს. ქორწილს ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ. დათომ მეუღლე საზოგადოებას ერთი პოსტით გააცნო, სადაც ლამაზი მეორე ნახევრის ფოტო გამოაქვეყნა. მასთან ერთად გადაღებული ფოტო კი სოციალურ ქსელში არ გამოუქვეყნებია.
როგორც მოგვიანებით ხუჯაძემ ინტერვიუებში აღნიშნა, მეუღლე აეროპორტში გაიცნო. ის სპეციალობით ლოტბარია, თუმცა პროფესიით არ მუშაობს. ხუ­ჯა­ძე წლე­ბის წინ, მოს­კოვ­ში ცხოვ­რე­ბი­სას უკვე იმ­ყო­ფე­ბო­და ქორ­წი­ნე­ბა­ში.
დათო ხუჯაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
ყვითელი ამბები
დათო ხუჯაძის გრანდიოზული ქორწილი აჭარაში – ნახეთ როგორ გამოიყურებოდა წყვილი
მომ­ღე­რა­ლი ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის ტა­რი­ელ ონი­ა­ნის ნა­თე­სავ­ზე ნა­თია ონი­ან­ზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. მალე ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ და ყო­ფი­ლი ცოლი სა­ერ­თო შვი­ლის ნახ­ვის უფ­ლე­ბას არ აძ­ლევ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და­ა­ლა­გეს და მომ­ღე­რა­ლი ხში­რად ხედავს გო­გო­ნას.
ყველა ახალი ამბავი
0